კანადა 3 წლის განმავლობაში შეძლებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას - მინისტრი

კანადა 3 წლის განმავლობაში შეძლებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას - მინისტრი

access_time2022-05-29 13:30:36

კანადის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობამ შესაძლოა ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამ წელიწადში დაიწყოს.

ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა Bloomberg News-ს განუცხადა, რომ “ევროპელი მეგობრების” დასახმარებლად ყველაზე სწრაფი გზა იქნება ნიუ-ბრუნსვიკში, კანადის ატლანტის სანაპიროზე არსებული LNG-ის ობიექტის გადაქცევა საექსპორტო ტერმინალად ესპანეთის Repsol-ის მიერ.

უილკინსონმა თქვა, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი და რუსული ნავთობისა და გაზის მოშორება კვლავაც მთავარი საკითხია G-7 კოლეგებისთვის. თუმცა კანადისთვის, ბუნებრივი გაზის მთავარი მწარმოებლისთვის, აშკარა პრობლემაა ის, რომ არ გააჩნია საექსპორტო ტერმინალი მის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

მთავრობა Repsol-სა და LNG ინფრასტრუქტურის მშენებლობით დაინტერესებულ სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებას აწარმოებს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა რეგულირების პროცესის დაჩქარება.

მაიკ ბლეკიერი, Repsol-ის სპიკერი ამბობს, რომ კომპანია “უწყვეტად იკვლევს ვარიანტებს ტერმინალის ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, განსაკუთრებული აქცენტით ნახშირბადის დაბალი შემცველობის ახალ შესაძლებლობებზე, რათა დაეხმაროს ბაზრის მოთხოვნილებას და მხარი დაუჭიროს ენერგეტიკულ ტრანსფორმაციას”.


სხვა კომპანიებმა შესთავაზეს LNG ტერმინალების შექმნა აღმოსავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ერთი ახალი შოტლანდიის პროვინციაში Pieridae Energy-ის მიერ და მეორე კვებეკში GNL Quebec-ის მიერ.

კანადის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ არსებობს შეზღუდვები, თუ რამდენი ენერგიის გაგზავნა შეუძლიათ გლობალურ ბაზრებზე.

მიმდინარე წლის დასაწყისში ვილკინსონმა განაცხადა, რომ კანადას შეუძლია დაეხმაროს ევროპას მოკლევადიან პერსპექტივაში, გაზარდოს ნედლი ნავთობის მიწოდება დღეში 200,000 ბარელით და ბუნებრივი აირის ეკვივალენტი წლის ბოლომდე 100,000-ით. დამატებითი წარმოება მიედინება სამხრეთით შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის ევროპისთვის მიწოდების ზრდის შესაძლებლობას. 

ალბერტას პრემიერ-მინისტრმა ჯეისონ კენიმ, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა გადადგომის შესახებ, ახლახან განუცხადა აშშ-ის სენატის კომიტეტს, რომ კანადას შეუძლია რეალურად გაზარდოს ნავთობის ექსპორტი დღეში 900,000 ბარელით, მილსადენების ქსელის ოპტიმიზაციისა და რკინიგზის ტრანსპორტირების გზით.

Bloomberg,   businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up