უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ კანადა ეკონომიკური სანქციების პაკეტს იღებს, რომელიც „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ 10 საკვანძო თანამდებობის პირს შეეხება. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამ თანამდებობების პირების სახელები ჯერ არ საჯაროვდება.
რუსული სააგენტო TACC მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ კანადის სანქციების სია, რომლის შესახებაც 28 თებერვალს გახდა ცნობილი, გაფართოვდა: მასში შედიან რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პრემიერ–მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სანქტ–პეტერბურგის გუბერნატორი ალეკსანდრ ბეგლოვი.