კანადა ქვეყანაში 1.5 მილიონ იმიგრანტს ეპატიჟება - რა გახდა ამის მიზეზი

კანადა ქვეყანაში 1.5 მილიონ იმიგრანტს ეპატიჟება - რა გახდა ამის მიზეზი

access_time2022-11-30 12:30:13

კანადა ფსონს იმიგრაციაზე დებს.  ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კანადის ეკონომიკაში მუშახელის ნაკლებობის კომპენსირებას  ჩასულების უპრეცედენტო ტალღის ხარჯზე მოახდენს. მუშახელის პრობლემა მოსახლეობის დაბერებამ და ბეიბი ბუმერების (1946-64 წლებში დაბადებული თაობა) მასობრივმა პენსიაზე გასვლამ გაამწვავა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა კანადელი არ არის მზად, მიესალმოს უცხოელების ასეთ დიდ რაოდენობას.

 

ნოემბრის დასაწყისში კანადის ფედერალურმა ხელისუფლებამ  გრანდიოზული გეგმების შესახებ გამოაცხადა: მომავალი წლის იანვრიდან 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად 500 000 იმიგრანტის მიღებას გეგმავს. ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კანადის მოსახლეობა სულ 1,5 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით, ეს დაახლოებით რვაჯერ მეტია იმაზე, რამდენის მიღებასაც  გაერთიანებული სამეფო გეგმავს და ოთხჯერ მეტი, იმაზე, რამდენის ქვეყანაში დასახლებასაც აშშ-ს ადმინისტრაცია მოელის.

 

თუმცა, ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ კანადის ხელისუფლების გეგმები სრულად არ ასახავს ქვეყნის მაცხოვრებლების განწყობას, რომელთაგან ბევრს ეშინია უცხოელთა ასეთი მასიური შემოდინების.

 

უკვე ათწლეულებია, კანადა მიზანმიმართულად ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი მაცხოვრებლების შედინებას იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს  მოსახლეობა და ეკონომიკამ ზრდა განაგრძოს. ამასთან იმიგრანტებს ენიჭებათ კანადაში მუდმივი ბინადრობის უფლება, მაგრამ არა  მოქალაქეობა.

 

გასულ წელს კანადაში ბინადრობის ნებართვა 405 000-მა ადამიანმა მიიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

მიზეზები მარტივი არითმეტიკით აიხსნება, როგორც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში, კანადაში შობადობა განუხრელად იკლებს, ხოლო მაცხოვრებელთა საშუალო ასაკი პირიქით, სტაბილურად იზრდება. მსგავსი მონაცემები საფრთხეს ქმნის, რომ კანადა პენსიონერთა ქვეყნად გადაიქცევა, რომლის უზრუნველყოფაც შრომისუნარიან მოსახლეობას უფრო და უფრო გაუჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყანას ეკონომიკის გაზრდა და განვითარება სურს, იმიგრანტების გარეშე ამას ვერ მოახერხებს.

 

კანადაში სამუშაო ძალის ზრდა უკვე თითქმის სრულად იმიგრაციითაა განპირობებული, ხელისუფლების პროგნოზით, ამით იქნება განპირობებული 2032 წლისთვის მოსახლეობის ზრდაც.

 


დღეს კანადაში ყოველი მეოთხე ადამიანი სხვა ქვეყნიდანაა. G7-ის ყველა სხვა სახელმწიფოში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

 

კანადაში, ისტორიულად, საზოგადოებაში იმიგრაციის მხარდაჭერა ყოველთვის მაღალი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იმიგრანტების შედინების გამო, არანაირი შეშფოთება არ არსებობს.

 

ბოლო წლებში გაიზარდა  შეერთებული შტატებიდან კანადის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები. ამ თემის აქტუალიზაციას კი მუდმივად ახდენს ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე პოპულისტური პარტია  - კანადის სახალხო პარტია, რომელიც 2018 წელს გამოჩნდა.

 

კანადაში იმიგრაციისადმი დამოკიდებულება რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი კვებეკი, სადაც კანადის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ცხოვრობს. როდესაც ქვეყნის მთავრობამ წელიწადში 500 000-მდე მიგრანტის მიღების გეგმების შესახებ გამოაცხადა, კვებეკის ავტონომიურმა პროვინციამ, რომელსაც შეუძლია დააწესოს საკუთარი კვოტები იმიგრანტების ნაკადისთვის, განაცხადა, რომ დათანხმდება არაუმეტეს 50 000 ადამიანის მიღებას. კვებების პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ იმიგრანტების დიდმა ნაკადმა შესაძლოა რეგიონში ფრანგული ენის პოზიციები შეასუსტოს.

 

სხვა რეგიონის მაცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის თემით.  მიუხედავად იმისა, რომ კანადას განსახლებისთვის დიდი ადგილი აქვს, დიდ ქალაქებში - როგორიცაა ტორონტო და ვანკუვერი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის 10% მოდის, საბინაო მდგომარეობა ისედაც ძალიან რთულია.

 

კანადის სოციოლოგიური ინსტიტუტისა და კანადის კვლევის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა სამი მეოთხედი პირველ რიგში შეშფოთებულია იმით, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობის საიმიგრაციო გეგმა საცხოვრებელსა და სოციალურ სერვისებზე. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) მიიჩნევს, რომ წელიწადში 500 000 ვიზიტორი ძალიან ბევრია, ხოლო გამოკითხულთა მესამედზე ნაკლები (31%) ამ გეგმას ეთანხმება.

 

კანადა სხვა დასავლური ქვეყნებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მისი საიმიგრაციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ეკონომიკურია. ამჟამინდელი ბინადრობის ნებართვის მფლობელთა ნახევარზე მეტმა ქვეყანაში გადასვლა პროფესიული უნარების გამო შეძლო და არა ოჯახის გაერთიანების პროგრამით.

 

მთავრობა იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება.

 

ქვეყანამ ასეთ შედეგებს მიაღწია 1960-იან წლებში ქულების სისტემაზე გადასვლის გამო, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყანაში მოთხოვნადი ცოდნისა და უნარების მქონე მიგრანტებს. კანადისგან განსხვავებით, ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ემიგრანტების უმეტესობა თავდაპირველად უნდა იყოს მოწვეული დამსაქმებლების მიერ. კანადაში, ბინადრობის ნებართვის განმცხადებელს მოწვევის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა, დამატებითი ქულები მიენიჭოს, თუმცა ეს არ არის აუცილებელი პირობა განაცხადის შეტანისას.

 

კანადა არა მხოლოდ მეტ მიგრანტს იღებს ეკონომიკური კატეგორიიდან, არამედ ის ასევე შედის ლტოლვილებისთვის ყველაზე ღია ქვეყნებს შორის.




მომზადებულია BBC-ის მიხედვით





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up