კანადის ხელისუფლებამ სანქციების სიაში დამატებით 160 ფიზიკური პირი შეიყვანა, რომლებიც გახლავთ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ბრიუსელში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს კანადა აძლიერებს წნეხს რუსეთის ფედერაციაზე და სანქციებს უწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს“, - განაცხადა მან.
ტრუდოს განცხადებით, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრები ატარებენ პასუხიმგებლობას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ სამხედრო კამპანიაზე.
ტრიუდომ დააზუსტა, რომ კანადას ამ მომენტისთვის სანქცირებული ჰყავს 964 ფიზიკური პირი რუსეთიდან, „რომლებიც დაკავშირებულნი არიან პუტინთან“.