კანადა და დანია არქტიკაში მდებარე ჰანსის კუნძული გაყოფაზე შეთანხმდეს, რომლის გამოც 1973 წლიდან დაობდნენ. ამის შესახებ CBC-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შეთანხმებას ხელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოტავაში მოაწერეს ხელი, ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტები დაადასტურებენ. მხარეებმა კუნძული დაახლოებით შუაზე გაჰყვეს.
ჰანსის კუნძული გრენლანდიასა და კანადას შორის მდებარეობს. ის დაუსახლებელია, მისი ფართობი სულ რაღაც 1,3 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მასზე არანაირი ფასიანი რესურსი არ არსებობს. თუმცა მისი კუთვნილების საკითხმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არქტიკაში საზღვრების განსაზღვრაზე.
კონფლიქტს კუნძულის ირგვლივ „ყველაზე მეგობრულ ომსა“ და „ვისკის ომს“ უწოდებდნენ. როდესაც დანიელები კუნძულზე მიდიოდნენ და საკუთარ დროშას დგამდნენ, ძლიერი ალკოჰოლური სასმლის - აკვავიტის ბოთლებს ტოვებდნენ. კანადელები კი საკუთარი ექსპედიციების დროს თავის დროშას აღმართავდნენ და მოწინააღმდეგეებისთვის ვისკის ტოვებდნენ.
imedinews.ge