უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, კანადის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთში 129 ფიზიკური პირი და 63 ორგანიზაცია დაექვემდებარა.
მათ შორის არიან რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მეუღლე სვეტლანა და მათი ვაჟი ილია.
კანადამ ასევე აკრძალა ელექტრონიკის ინდუსტრიაში გამოყენებული გარკვეული ელემენტების რუსეთში ექსპორტი და რუსული იარაღის იმპორტი.