2022 წელს კანადაში მუდმივად საცხოვრებლად 437 000 ადამიანი გადავიდა. ეს მონაცემები კი აღემატება როგორც მთავრობის გეგმებს, ასევე წინა რეკორდს, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც კანადაში საცხოვრებლად 405 000 ადამიანი გადავიდა.
კანადის იმიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, კანადის მოსახლეობის წლიური ზრდის 4%-დან 3%-ი უცხოელებზე მოდის.
მთავრობის გეგმების მიხედვით, მომდევნო 3 წელიწადში ქვეყანა კიდევ 1,45 მილიონი ადამიანის მიღებას გეგმავს.
მთავრობა ამბობს, რომ იმიგრაცია აუცილებელია კანადის ეკონომიკისთვის, რადგანაც ქვეყნის სამუშაო ძალის ზრდის 90% სწორედ ახალჩასულებზე მოდის.