კრიპტოვალუტის კანადური მაინინგ კომპანია MintGreen ჩრდილოეთ ვანკუვერში მდებარე სახლებს ბიტკოინების მაინინგით გამომუშავებული ენერგიით გაათბობს. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი CoinDesk წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, MintGreen სითბოს დაახლოებით 100 შენობას მიყიდის. ტექნოლოგიის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ MintGreen-ის საკუთრებაში არსებული “ციფრული პროცესორები” ბიტკოინის მოპოვებისთვის გამოყენებული ელექტროენერგიის 96%-ს სითბოს სახით აღადგენს.
კომპანია იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც მაინინგის შედეგად წარმოქმნილ სითბოს იჭერს და მას ცხელი წყლის სისტემისკენ მიმართავს. ამის შემდეგ ენერგია მომხმარებლებზე ნაწილდება.
ბევრი ქვეყანა ცდილობს კრიპტოვალუტის მაინინგიდან გამოყოფილი ენერგია ინდუსტრიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელ პროცესებს მოარგოს. მაგალითად, სექტემბერში ბიტკოინის მაინინგ კომპანია Stronghold Digital Mining-მა წამგებიანი Scrubgrass-ის ქვანახშირის ელექტროსადგური შეიძინა. DEP-ის სტატისტიკის თანახმად, Stronghold-მა ხელი შეუწყო პენსილვანიაში 404 ჰექტარზე მეტი მიწის აღდგენას.
წყარო: report.ge