კანადის Brookfield Infrastructure Partners (BIP) მსოფლიოს უმსხვილეს კონტეინერების მეიჯარე - Triton International Ltd.-ს - 4,7 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
BIP თითო აქციაზე 85 დოლარს გადაუხდის Triton-ს, რაც ითვალისწინებს 35%-იან პრემიას კომპანიის აქციების ფასზე. ტრანზაქციის ოდენობა, Triton-ის ვალის გათვალისწინებით, 13,3 მილიარდი დოლარი იქნება, ნათქვამია პრესრელიზში.
„Triton მიმზიდველი ბიზნესია დიდი რაოდენობით კონტრაქტებით, სტაბილური ფულადი ნაკადებით და ძლიერი მარჟებით, - განაცხადა BIP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ პოლოკმა.
Triton რეგისტრირებულია ბერმუდის შტატში და მისი აქციები ნიუ-იორკში ივაჭრება. ოთხშაბათს წინასწარი ვაჭრობის დროს მათი ღირებულება 32%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კომპანიის ქაღალდები 8%-ით გაძვირდა.
მხარეები ხელშეკრულების დასრულებას მეოთხე კვარტალში გეგმავენ.
ამის შემდეგ, Triton-ის აქციები გაიხსნება ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე.
Triton არის მსოფლიო ლიდერი გადაზიდვის კონტეინერების დაქირავებაში. კომპანია ფლობს 7 მილიონზე მეტ კონტეინერს და ემსახურება მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარ გადაზიდვის ხაზს.