კანონპროექტი „საწარმოო ემისიების შესახებ“  გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია - ნინო თანდილაშვილი

კანონპროექტი „საწარმოო ემისიების შესახებ“ გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია - ნინო თანდილაშვილი

access_time2022-12-13 15:15:10

„წინგადადგმული ნაბიჯი გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს მიერ შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას.


კანონპროექტის თანახმად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები კერძო სექტორისთვის, მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში.


ნინო თანდილაშვილის განმარტებით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული მოთხოვნები და რეგულაციები, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ნაწილია.


„კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ მოიწონა და მხარი დაუჭირა, სრულად ეფუძნება ევროპულ დირექტივებს და მოიცავს კერძო სექტორისთვის ისეთი ვალდებულებების დაწესებას, როგორიცაა ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შემცირება, ნარჩენების ისეთი მართვა, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შემცირდეს. კანონპროექტი, ფაქტობრივად, მოიცავს გარემოს თითქმის ყველა ფაქტორზე დაბინძურების შემცირება-პრევენციას. საუბარია, დაახლოებით, 200-მდე საწარმოზე, რომლებმაც შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები უნდა გაიარონ, ეტაპობრივად უნდა დანერგონ საუკეთესო ტექნოლოგიები, გადაიარაღდნენ და მოვიდნენ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში, რათა მათი მხრიდან მინიმუმამდე შემცირდეს გარემოს დაბინძურება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი საკმაოდ რთულად შესასრულებელია, რის გამოც, სამინისტროს ბიზნესსექტორთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა.



„გვქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რომელიც ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში ჩვენი მთავარი პარტნიორია. შედეგად, ევროკავშირი საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს ჩაუტარებს გარემოსდაცვით აუდიტს - გამოავლენს როგორია მდგომარეობა საწარმოში, რა სჭირდება საწარმოო პროცესის გასაუმჯობესებლად, ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა ინვესტიციები უნდა განახორციელოს. ამ ეტაპზე საუბარია 6-მდე საწარმოზე, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


კანონპროექტი 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი საწარმოებისთვის. უკვე არსებული საწარმოებისთვის კი, სხვადასხვა სექტორის მიხედვით, კანონის ამოქმედების სხვადასხვა გონივრული ვადებია განსაზღვრული, რათა საწარმოებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მოექცნენ საკანონმდებლო ჩარჩოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმები იმოქმედებს (10 ათას ლარზე მეტი).


იმის გამო, რომ ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მოთხოვნა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებაა, მისი ამოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია ჰაერდაცვითი მიმართულებით უკვე მიღებული რეგულაციები - მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის თვითმონიტორინგის ვალდებულების დაწესება. ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საწარმოებმა დაიწყეს ინტენსიური გადაიარაღების პროცესი.


„საუბარია 70-მდე საწარმოზე, მსხვილ ობიექტზე, რომლებიც მოიცავს მრეწველობის თითქმის ყველა დარგს. ისინი პროცესში არიან, რომ დანერგონ თანამედროვე სტანდარტები და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები. შედეგი გახლავთ ის, რომ 15-მდე საწარმომ მოახერხა გადაიარაღება, ჩაერთო ონლაინ თვითმონიტორინგის სისტემაში და გვაწვდის უწყვეტ მონაცემებს ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ. საწარმოებს სამინისტრომ შეუდგინა დეტალური გეგმები და განუსაზღვრა გონივრული ვადები. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საწარმო მოიყვანს საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up