კანონპროექტი პორტს შემოსავლის მიღებას უზღუდავს - APM Terminals

კანონპროექტი პორტს შემოსავლის მიღებას უზღუდავს - APM Terminals

access_time2022-04-21 10:30:17

APM Terminals ფოთი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2022 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, წინასწარი გამოცხადების გარეშე, დაჩქარებული წესით დაიწყო „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“კანონპროექტის განხილვა. წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად ცვლის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ამჟამინდელ სამართლებრივ მოწესრიგებას - ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე, სერვისების მიწოდებაზე, ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვრების ფარგლებში არსებული ქონების და ინფრასტრუქტურის მართვაზე პასუხისმგებელი ნავსადგურის ერთადერთი ადმინისტრატორიდან გარდაიქმნება ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე ერთ-ერთ სანავსადგურე ერთეულად.


„შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე,კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეიპიემტერმინალს ფოთი (სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები,შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი.


აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზების ხელშეკრულებებით, ასევე, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.


კანონპროექტს შემოაქვს ახალი რეგულაციები შესასვლელ არხთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის. ასევე, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები, ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლაპატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი მოლო (Breakwater) - ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკუთრებაში არსებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად.


ფოთის საზღვაო ნავსადგური არის საქართველოში უდიდესი ნავსადგური და მთავარი ევროპული კარიბჭე საერთაშორისო ვაჭრობისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამასთან, იდეალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ იქცეს ცენტრალური აზიის სავაჭრო ცენტრად“,  აცხადებენ კომპანიაში.


2011 წლიდან ეიპიემ ტერმინალსმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოძველებული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მომსახურების საშუალებების განახლებაში და დღემდე განაგრძობს ინვესტირებას.


„ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას მსოფლიოსთან დააკავშირებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით.



ამასთანავე, ვისწრაფვით გავხდეთ მთავარი კარიბჭე და მივაწოდოთ მსოფლიო დონისსერვისები ჩვენს მომხმარებლებს, და წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონგადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ რათა საფრთხე არშეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს”,
– ამბობს კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი, ეიპიემტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი.


კომპანიის თქმით, შემოთავაზებული რეგულაციები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს, შეუსაბამოა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.


აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა პროექტის შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და არც გარე ექსპერტი ყოფილა ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში.


„კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნესოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა ,სინამდვილეში კი შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის,როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას. კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიისთვის შემოსავალის მიღების შესაძლებლობას, რომელიც გარანტირებული იყო პრივატიზების ხელშეკრულებებით, თუმცა უტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, სტანდარტების შესაბამისად შეინარჩუნოს ტალღმჭრელი მოლოდა სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები პორტის ყველა მომხმარებლისა და ოპერატორის სასარგებლოდ. ინვესტორების უფლებამოსილებების დაბალანსებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, საფრთხეში აგდებს ამჟამად არსებულ უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს ნავსადგურში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმმნიშვნელოვან დისბალანსზე, რაც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულებით გარანტირებულ უფლებებსა და მოვალეობებს შორის იქმნება. ეიპიემ ტერმინალს ფოთი მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყოველთვის უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ინფრსტრუქტურაზე წვდომას თავისუფალ და თანაბარპირობებში; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეიპიემ ტერმინალსის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში ნავსადგურის დახურვის წლიური დღეები 120-დან 20-მდე შემცირდა, რაც ცალსახად მიუთითებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე მუდმივზრუნვასა და განვითარებაზე, როგორც ეს პრივატიზების ხელშეკრულებებით იყოგათვალისწინებული“,  ნათქვამია განცხადებაში.




სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ არის საქართველოში დაფუძნებულიიურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V.ეიპიემ ტერმინალსი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, სათავო ოფისით ჰააგაში,ნიდერლანდების სამეფოში, რომელიც ახორციელებს 75 საზღვაო ნავსადგურისა დატერმინალის ოპერირებას ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 42 ქვეყანაში. APM Terminals 2011წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილიკომპანიის სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით.


ეიპიემ ტერმინალს ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურაზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიკურგანვითარებაში. კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთლიდღეობაში.ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მუდმივადქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.



კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (PSPC) სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული იქნა, როგორც კომერციული სუბიექტი, რომელიც ოპერირებას უწევს ფოთის საზღვაო ნავსადგურს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს, APMT-ის შორის გაფორმებულიპრივატიზების ხელშეკრულებებით, პრივატიზების საგანი არ იყო მხოლოდ კონკრეტულიუძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა ქალაქ ფოთში, არამედ, პრივატიზების ხელშეკრულებებიცალსახად მიუთითებს, რომ სახელმწიფოს, როგორც გამყიდველის განზრახვა იყოგანეხორციელებინა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მმართველი კომპანიის პრივატიზაცია,შესაბამისად პრივატიზაციის საგანი გახლდათ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გასხვისება, მისისახმელეთო ტერიტორიისა და წყლის არეალის ფარგლებში ოპერირების უფლებით. რა თქმაუნდა, არავინ ხდის სადავოდ, რომ ტერიტორიულ წყლებზე სახელმწიფოს ექსკლუზიური დასუვერენული უფლებები გააჩნია, სწორედ ამიტომ არის საზღვაო აკვატორია სახელმწიფოსსაკუთრება. თუმცა პრივატიზაციის ფარგლებში სახელმწიფომ PSPC/ ეიპიემ ტერმინალსგადასცა ფოთის საზღვაო ნავსადგურის, მათ შორის, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვაოაკვატორიის (რომლის გეოგრაფიული არეალი კანონმდებლობითაა დადგენილი)ადმინისტრირების, ოპერირების უფლება.



თეგები:
APM Terminals



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up