„კანონში უამრავი შავი ხვრელია“ - იცავს თუ არა კანონი ბინის გამქირავებელს საქართველოში

„კანონში უამრავი შავი ხვრელია“ - იცავს თუ არა კანონი ბინის გამქირავებელს საქართველოში

access_time2022-09-09 11:00:00

მიმდინარე პერიოდში, როდესაც გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, წინა პლანზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წამოიჭრა. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ბინის დამქირავებელი აღარ უხდის ქირას მეპატრონეს და არც სახლს ტოვებს. ამ შემთხვევაში კი მეპატრონე რთულ მდგომარეობაში ვარდება და პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ სასამართლო დავაა. როგორც პალიტრანიუსის „დილის პალიტრას“ ეთერში იურისტი რაულ აგიკიანი აცხადებს, დღეს კანონში უამრავი ხარვეზია, რომლის გამოც მეპატრონის საკუთრების უფლება დაკნინებულია. შედეგად მსგავსი ტიპის შემთხვევებში ბინის მეპატრონის უფლებები ირღვევა.


„პრობლემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ ახალი არ არის. სინამდვილეში აღნიშნული პრობლემა დგას 2015 წლიდან. 2007 წელს შევიდა სამოქალაქო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების მესაკუთრეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე ჰქონდა უფლება იმ პირის გამოსახლება მოეთხოვა პოლიციისთვის, რომელიც მის სახლში უკანონოდ ცხოვრობდა. თუმცა 2015 წელს კანონმდებლობის მიმღებება აღნიშნული მუხლი გააუქმეს. შესაბამისად, მოცემული დავები ისევ მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება მოგვარდეს.


შედეგად დღევანდელ რეალობაში მოცემული დავები მხოლოდ სასამართლოს გავლით წყდება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი პრობლემებია. მაგალითად, სამოქალაქო პროცესი პირდაპირ იძახის, რომ ინდიკაციური სარჩელი უნდა მორჩეს 2 თვეში, მაგრამ რეალურად 2 თვეში პირველი პროცესი არ ინიშნება. მეორე პრობლემა ისაა, რომ იგივე სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ ინდიკაციურ საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყონებლივ. ანუ მაგალითად თუ მესაკუთრე მართალია, მაშინ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს ბინის დამქირავებლის გამოსახლება, მაგრამ არც ერთი მოსამართლე ამას არ აკეთებს, ყველა ელოდება საქმის უზენაეს სასამართლომდე ასვლას, რასაც 3-4 წელი სჭირდება.



შესაბამისად, ეს პროცესი დროში მნიშვნელოვნად გაწელილია, რის გამოც მესაკუთრე ზარალდება და კარგავს შემოსავლის წყაროს. აქვე უნდა დავამატოთ, რომ მოცემული დავები სასამართლო დონეზე მიმდინარეობს როგორც წერილობითი, ისე ზეპირ სიტყვიერი შეთანხმების შემთხვევაში. ყველაფერი აქედან გამომდინარე, კანონში უამრავი შავი ხვრელია, რომელსაც ბინის დამქირავებლები სათავისოთ იყენებენ“, - აცხადებს რაულ აგიკიანი.


ბიზნესპრესნიუსი








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up