21-დან 24 ივლისამდე კაპადოკიაში საჰაერო ბურთების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც 12 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საჰაერო ბურთების ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსურველები დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, მაკედონიიდან და სლოვენიიდან.
ფესტივალის ფარგლებში, თურქეთში, კაპადოკიის ცაზე ერთდროულად 25 საჰაერო ფიგურა და 15 საჰაერო ბურთი აფრინდება.
ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობაა იხილოთ ყველაზე უჩვეულო ფორმის ბურთები და უყუროთ მათ არა მხოლოდ მიწიდან, არამედ ცაში აიყვანოთ ისინი.
ფესტივალი კომპანია Pasha Balloons-ის მხარდაჭერით იმართება, რომლის გამგეობის თავმჯდომარემ მეჰმედ ხალის აიდოგანმა განაცხადა, რომ აღნიშნული შონისძიების წყალობით, კაპადოკია მესამედ უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საჰაერო ფიგურებს.
აიდოგანმა გაიხსენა, რომ გასულ წელს პანდემიამ გავლენა მოახდინა ფესტივალზე.
„ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები შემოვიდა 86 ფიგურული ბურთის მფლობელებისგან“ - განაცხადა აიდოგანმა.