„კაპიტალის გარკვეული ნაკადების დანიშნულების წერტილი შესაძლოა საქართველო გახდეს“ - ნიკოლოზ შურღაია

„კაპიტალის გარკვეული ნაკადების დანიშნულების წერტილი შესაძლოა საქართველო გახდეს“ - ნიკოლოზ შურღაია

access_time2022-03-02 17:00:46

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. რა გავლენა ექნება საქართველოს საფინანსო სექტორზე და რა შედეგებს მოიტანს გრძელვადიან პერიოდში ორი პარტნიორი ქვეყნის კონფლიქტი, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საერთაშორისო მენეჯერმა, ფინანსისტმა და ვიდეო-ბლოგერმა ნიკოლოზ შურღაიამ ისაუბრა.


„გარკვეულ ზეგავლენას ვერ გავექცევით. ერთის მხრივ, არაერთ ნეგატიურ ეფექტს მივიღებთ:

- ორივე დიდი სავაჭრო პარტნიორია და გართულდება ექსპორტ-იმპორტი.

- ტურიზმის და ფულადი ტრანსფერების ნაკადები შემცირდება. ფულადი გზავნილები რუსეთიდან უკვე აიკრძალა.

- სანქციები დაწესდა რუსულ ბანკებზე, რომელიც აისახა საქართველოში არსებულ ერთ ბანკზე. გარდა ამისა, რუსულ ბანკებთან ანგარიშსწორება გართულდება.

- კაპიტალის ანგარიში - ანუ ჩვენთან არის საკმაოდ ბევრი რუსული ინვესტიცია და ამ კომპანიებს შეეზღუდება მუშაობა. შესაძლოა მოხდეს ფულადი ნაკადების გატანა“, - აღნიშნა შურღაიამ.



მისი თქმით, მეორეს მხრივ, საქართველოში მდგრადი საფინანსო სექტორი და ეფექტური ცენტრალური ეროვნული ბანკი გვაქვს, ამიტომ, უკიდურეს სცენარებს, როგორიც არის მსოფლიო ომი, თუ გამოვრიცხავთ, რყევებს ზომიერად მსუბუქად გადავიტანთ. მაგალითად, მხოლოდ ერთი ბანკია რუსული კაპიტალით და ისიც ფინანსურად მკვიდრი ბანკი და სოლიდური მენეჯმენტის მქონეა. მათ შეუძლიათ კარგად მართონ სიტუაცია და თვითონ გაუმკლავდნენ არსებულ ვითარებას.


„მეორეს მხრივ, არის გარკვეული „პოზიტიურ ეფექტის“ პოტენციალი, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს თუ გონივრულად, ეფექტიანურად და სწრაფად ვიმოქმედებთ:

- ლტოლვილები და ბიზნესის გადმოტანა საქართველოში. ამთავითვე და ხაზგასმით ვიტყვი, რომ სხვის ჭირზე ხელის მოთბობა არ არის ჩვენი ტრადიცია. საქართველო სტუმართმოყვრული და მოყვასის მოყვარული ქვეყანაა. პირველ რიგში, ადამიანების დახმარებაზე უნდა ვიფიქროთ. ამავე დროს, ამ აუცილებელია ფიქრი და სწრაფი მოქმედება ბიზნესის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითად. როდესაც არსებობს მოთხოვნა, მზად უნდა ვიყოთ მას ვუპასუხოთ. უფრო კონკრეტულად, შესაძლებელია მოხდეს მოსახლეობის მიგრაცია უკრაინიდანაც და რუსეთიდანაც. მათ შორის მნიშვნელოვანი წილი იქნება ჩვენთან კულტურულად ახლობელი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. უკვე მომმართა დახმარებისთვის რამდენიმე უცხოელმა ახლობელმა და შორიდან ნაცნობმა: ევროპელებმა, უკრაინელებმა და რუსებმა, ვინც უკრაინიდან და რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლას და ბიზნესის გადმოტანას განიხილავს აქტიურად. ბევრი ადამიანისთვის გაუსაძლისია ან მიუღებელია ახლა მიმდინარე პროცესები. ბევრი - ხვდება, რომ სულ მალე „რკინის ფარდის“ მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენი ქვეყანა ბევრი თვალსაზრისით მიმზიდველია მათთვის. საჭიროა ეფექტურად ვიმოქმედოთ, რომ მათაც გავუმართოთ ხელი და ჩვენი სამშობლოც გავაძლიეროთ.

- სავარაუდოა, რომ კაპიტალის გარკვეული ნაკადების დანიშნულების წერტილი საქართველო გახდეს. ბოლო წლებში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია. თუმცა, ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაინც შედარებით ბიზნეს-მეგობრულ და ამავე დროს მათთვის კულტურულად ნაცნობ, ახლობლურ გარემოდ აღვიქმებით. ამიტომ, რუსეთში და უკრაინაში მოქმედი და იძულებით ან ნებსით გასვლის სურვილის მქონე ბიზნესის და პროფესიონალთა ნაწილისთვის სავარაუდოდ მიმზიდველი აღმოვჩნდებით. რა ნაწილია ეს მომავალი გვიჩვენებს. ჩვენს კარგ მასპინძლობაზე და ჩამომსვლელთათვის კარგი პირობების შექმნაზე ბევრია დამოკიდებული“, - განმარტა ნიკოლოზ შურღაიამ.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up