„კაპიტალის წყაროებს შორის დაბალი კონკურენცია საბანკო სისტემის არაპროპორციულ ზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ სხვა სექტორებზეც აისახება“ - არდი

„კაპიტალის წყაროებს შორის დაბალი კონკურენცია საბანკო სისტემის არაპროპორციულ ზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ სხვა სექტორებზეც აისახება“ - არდი

access_time2022-04-28 12:00:54

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარში რამდენიმე შეკითხვა სადაზღვევო სექტორს ეხება. საქართველოს მთავრობამ უნდა მიუთითოს სექტორის შესახებ არსებული ზოგადი მონაცემები.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა ევროკავშირის მოთხოვნებს და ხომ არ შექმნის პრობლემას ის გარემოება, რომ სადაზღვევოების მნიშვნელოვან ნაწილს პირდაპირ თუ ირიბად საბანკო სექტორი ფლობს, ამ თემაზე „კომერსანტი“ „არდის“ გენერალურ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძეს ესაუბრა.


„ზოგადად, ქართული სადაზღვევო ბაზარი ერთის მხრივ ძალიან კონკურენტულია და მეორეს მხრივ ძალიან პატარაა ქართულ საბანკო ინსტიტუტებთან შედარებით. საბანკო ჯგუფებთან აფილირება მნიშვნელოვანი უპირატესობაა რამოდენიმე მოთამაშისთვის და ამას შედეგებიც ადასტურებს. ძირითადად სწორედ ამ კომპანიებზე მოდის სადაზღვევო ინდუსტრიის მოგების უდიდესი ნაწილი.



ევროპული რეულაციები ამ კუთხით არსებობს, თუმცა ალბათ რეგულაციებზე მეტად კონკურენციის გაჯანსაღება-გამოსწორებაზე აჯობებდა აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით საბანკო სფეროში. კაპიტალის ბაზრების განვითარება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება როგორც სადაზღვევო სფეროს, ასევე მთელი ეკონომიკისთვის. კაპიტალის წყაროებს შორის დაბალი კონკურენცია საბანკო სისტემის არაპროპორციულ ზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ სხვა სექტორებზეც აისახება. აჯობებს გასწორდეს მიზეზი და შედეგი თავისით შეიცვლება“, — ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.



ევროკომისარმა ოლივიე ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადასცა. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა 369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტის პირველი ნაწილი, რომელზე გასაცემ პასუხებზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების შევსებული კითხვარი ევროკომისიას მაისში გადაეცემა.




თეგები:
არდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up