კაპიტულაციიდან 77 წლის შემდეგ, გერმანიაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე რუსეთისას 348%-ით აჭარბებს

კაპიტულაციიდან 77 წლის შემდეგ, გერმანიაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე რუსეთისას 348%-ით აჭარბებს

access_time2022-05-09 10:00:26

ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან 77 წლის შემდეგ მოსკოვში ისევ „გამარჯვების პარადი“ იმართება. პროპაგანდისტული მედია ახლაც ცდილობს მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ ამჟამინდელი რუსეთიც ძლევამოსილია, თუმცა ჯიუტი ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლითა თუ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობით გერმანიასა და რუსეთს შორის სხვაობა „მერსედესსა“ და „ჯიგულს“ შორის სხვაობის მსგავსია. 

 

ისტორიას გამარჯვებულები წერენ. სწორედ ამიტომ საბჭოთა ჯალათებისთვის ნიურნბერგის პროცესი არ მოუწყვიათ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიც დღემდე სამშვიდობო შეთანხმებად საღდება, მაშინ როცა სინამდვილეში, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ევროპა გადაინაწილა და თუ გერმანია პოლონეთს დასავლეთიდან 1939 წლის 1-ელ სექტემბერს დაესხა თავს, იმავე პოლონეთის საზღვარი აღმოსავლეთიდან 17 სექტემბერს წითელმა არმიამაც გადაკვეთა, მომდევნო წელს კი 22 000 სამხედრო, ძირითადად ოფიცრები კატინის ტყეში დახვრიტა.

 

სიმართლეა, რომ საბჭოთა კავშირმა ომში ყველაზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაკარგა, თუმცა ამის მიუხედავად ლენდ-ლიზისა და მეორე ფრონტის გარეშე, შეძლებდა თუ არა სტალინი გამარჯვებას რთული სათქმელია. მოსკოვს ახლა, როცა უკრაინის ფრონტზე უჭირს, ბლიც-კრიგის ჩავარდნასა და ინტერვენციის გაჭიანურებას კიევისთვის გადაცემული ამერიკული შეიარაღებით ხსნის, იგივე მოსკოვი ლენდ-ლიზს უკიდურესად აკნინებს, პერიოდულად კი იმასაც ამტკიცებს, რომ დასავლეთმა გერმანიასთან ომი მხოლოდ მაშინ დაიწყო რაც საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში დარწმუნდა. სინამდვილეში ლენდ-ლიზის პროგრამა საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე 3 თვით ადრე 1941 წლის 11 მარტს ამოქმედდა და მაშინ როცა მოსკოვი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით მიღებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმს ამტკიცებდა, ბრიტანეთი გერმანიასთან სისხლისმღვრელ ომში იყო ჩაბმული.

 

ბერლინის თავდაპირველი წარმატების საპირისპიროდ 1943 წელს სტალინგრადისა და კურსკის ბრძოლებში სასწორი მოსკოვის სასარგებლოდ გადაიხარა, 1944 წელს ნორმანდიის ოპერაციამ კი 1000 წლოვანი რაიხის შექმნის იდეას საბოლოოდ წერტილი დაუსვა.

 

24 მლნ-იანი მსხვერპლის ფასად საბჭოთა კავშირმა ნახევარი გერმანიის გარდა მთელი აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაციაც მოახერხა. ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არაოფიციალურად კი ავსტრიიდან ჯარების გამოყვანა ბირთვულ მუქარას უკავშირდება. 1949 წლამდე ატომურ ბომბზე მონოპოლიას შეერთებული შტატები ფლობდა.

 

რა მდგომარეობაა დღეს, ომის დასრულებიდან 77 წლის შემდეგ? 144 მლნ-იანი რუსეთის ჯამური ეკონომიკა უკრაინაში შეჭრამდე $1.7 ტრლნ-ს შეადგენდა და მე-11 ადგილს იკავებდა 83 მლნ-იანი გერმანიის კი $4.3 ტრლნ-ს და მე-4 ადგილს. 1 სულ მოსახლეზე დათვლით რუსეთში შემოსავალი წლიურად $11 600 იყო, 64-ე ადგილი მსოფლიოში, გერმანიის კი $52 000 - მე-15 ადგილი. მაშინაც კი თუ რუსული სტატისტიკა სწორია, რისი ალბათობაც დაბალია, საშუალო სტატისტიკური გერმანელის შემოსავალი, საშუალო სტატისტიკური რუსის შემოსავალს 348%-ით აჭარბებს.

 

რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72.8 წელია, კაცებისთვის 67.5 წელი და ქალებისთვის 78 წელი. გერმანიაში საშუალოდ 81.7 წელს ცოცხლობენ, კაცები 79.4 წელს და ქალები 84 წელს. გამოდის რომ გერმანელი ქალები რუს ქალებზე 6 წლით მეტ ხანს, ხოლო გერმანელი კაცები რუს კაცებზე მთელი 12 წლით მეტ ხანს ცოცხლობენ.


 

ადამიანური განვითარების ინდექსით გერმანია მე-6 ადგილს იკავებს, რუსეთი 52-ეს. ინდექსი მთლიან შიდა პროდუქტს, განათლების დონესა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას აერთიანებს.

 

ბედნიერების ინდექსით გერმანია მე-13 ადგილზეა, რუსეთი 74-ეზე. ინდექსი ერთდროულად ეფუძნება როგორც სუბიექტურ გამოკითხვებს, ასევე ქვეყანაში არსებულ ცხოვრების დონის გაანალიზებას.

 

გერმანიაში მკვლელობების რაოდენობა ყოველი 1 მლნ მოსახლიდან წლიურად 8 ადამიანს უდრის, რუსეთში 73-ს. 2020 წელს გერმანიაში 782 მკვლელობა მოხდა, რუსეთში - 10 697. რუსეთი მართალია გერმანიას მოსახლეობით აღემატება, მაგრამ რუსეთშიც რომ 83 მლნ ადამიანი ცხოვრობდეს, მაშინ 2020 წელს მაინც 7136 მკვლელობა იქნებოდა აღრიცხული.

 

ავტომოყვარულებში თითქმის 1 საუკუნეა დავა გრძელდება იმის შესახებ რომელი ჯობია MERCEDES თუ BMW, ჟიგულსა და მოსკვიჩზე არავინ ოცნებობს. რამდენ ადამიანს შეუძლია Adidas-ის, bosch-ის, karcher-ის, osram-ის... რუსული ანალოგების დასახელება? რუსეთის გარეთ ძალიან ცოტას.

 

დასახელებული თითოეული სტატისტიკური მონაცემი ომამდელ და შესაბამისად სანქციებამდე სურათს ასახავს, რიცხვები აუცილებლად შეიცვლება, ოღონდ არა რუსეთის სასარგებლოდ.

 

როგორ მოხდა, რომ ტერიტორიითა და ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო განვითარების დონით დღეს საშუალოზე დაბლა დგას? რატომაა პრობლემა რეგიონებში კანალიზაცია, სასმელი წყალი და თუნდაც ბუნებრივი გაზის მიწოდება?..

 

რუსეთი მუდამ ძალის დემონსტრირებითა და კუნთების თამაშით იყო დაკავებული. უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ უძლეველი არც რუსული არმია ყოფილა. რუსეთს შეუძლია მეორე მცდელობაზე თავისზე ტერიტორიით 1000-ჯერ პატარა ყველასგან მივიწყებული იჩქერიის რესპუბლიკა (ჩეჩნეთი) დაიმორჩილოს. რუსეთმა მოახერხა და თავისზე 250-ჯერ პატარა საქართველოსაც წაართვა ტერიტორიები, მაგრამ უკრაინაში ალყაშემორტყმულ მარიუპოლზე კონტროლის დასამყარებლად 2 თვეზე მეტი დასჭირდა, ისე, რომ აზოვსტალიც ვერ აიღო.


მოსკოვმა ბირთვული შანტაჟი ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო, მაგრამ ეს ნაბიჯიც კრახით დაასრულა. დასავლეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა გაზარდა და ახლა კიევს თავდაცვითთან ერთად შემტევ შეიარაღებასაც აწვდის.

 

ყველა იმპერია წარსულში ცეცხლითა და მახვილით შეიქმნა, შემდეგ ადრე თუ გვიან ყველა დაიშალა. რეს აღარც რომის იმპერიაა რუკაზე, აღარც მაკედონელიც, აღარც ბიზანტიის, აღაც არაბეთის სახალიფო, მონღოლეთის საყაენო, აღარც დიდი სპარსეთია და აღარც ოსმალეთის იმპერია. ინდოეთი და ავსტრალიაც აღარ ეკუთვნის ბრიტანეთს. იმპერიის წესია ასეთი ყველა იშლება.

 

რუსეთის იმპერია ოფიციალურად 1721 წელს დაარსდა. 300 წელი იმპერიის არსებობისთვის ძველ მსოფლიოსა და შუა საუკუნეებში ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა, დღეს კი უკვე საკმარისზე მეტად. 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა უახლეს ისტორიაში დასასრულის დასაწყის თარიღად ჩაიწეროს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up