რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებს. მისივე თქმით, აგრძელებს კომუნიკაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო პორტალი kommersant.ru წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„იმედი გვაქვს, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“, – უპასუხა ჟურნალისტს კარასინმა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის საკითხზე დასმულ კითხვაზე.
მისივე თქმით, საკმაოდ ხშირად ეკონტაქტება ზურაბ აბაშიძეს ტელეფონით და ცოტა ხნის წინ ქართველ კოლეგასთან „სამხრეთ ოსეთში“ ჩანიშნული რეფერენდუმის საკითხიც განიხილა, რომელიც კრემლის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ამ რეგიონის რუსეთთან მიერთების თემაზე უნდა გაიმართოს.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან აკრძალა, ე.წ. გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო.