კარგი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, რატომ ვერ გახდა მესტია ზამთრის კურორტი

კარგი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, რატომ ვერ გახდა მესტია ზამთრის კურორტი

access_time2021-11-19 17:00:25

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, რომელიც ამავდროულად, მესტიაში სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელიცაა, „ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის ტენდენციებსა და მოლოდინებზე საუბრობს.



ბიზნესმენი სვანეთში ბაკურიანის და გუდაურის მსგავს აქტივობას ზამთრის სეზონისთვის არ ელოდება.



„მთელ სვანეთში დასასვენებლად რომ ერთდროულად 200 კაცი ჩამოვა, ეს ამინდს ვერ ქმნის. სვანეთამდე შორი გზაა, თბილისიდან 8-9 საათია საჭირო და ფაქტობრივად, 2 დღე გზაში (თბილისიდან მესტიაში და უკან) გეკარგება, არავის უნდა ამხელა გზაზე სიარული.

ამიტომ ვითხოვდით ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას, რომლის პროექტიც წლების წინ გაკეთებული იყო და მასში 5 მილიონი დოლარია დახარჯული. სამწუხაროდ, ახლა ეს პროექტი ყველამ დაივიწყა, წინასაარჩევნო დაპირებებშიც კი არ იყო“, - აცხადებს გურჩიანი.



რაც შეეხება მესტიის აეროდრომს, ბიზნესმენი განმარტავს, რომ ეს დატვირთვა, რაც დღეს არის, საკმარისი არ არის.




„თვითმფრინავები 16 ადგილიანია და კვირაში 3 რეისი სრულდება, ეს არ არის საკმარისი. ამ 16 კაციდან ნახევარზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, მეორე ნახევარი - უცხოელები. თბილისელმა ბილეთი რომ აიღოს, მხოლოდ თეორიული შანსი აქვს“, - აცხადებს გურჩიანი.



მისივე ინფორმაციით, სვანეთს ახლა ერთდროულად ჯამში 2000-3000 ადამიანის მიღება შეუძლია, ადგილზე წარმოდგენილია ყველანაირი საფასო სეგმენტის სასტუმროები. დამსვენებლების აქტივობა კი იმდენი არ არის რომ ყველა ეს სასტუმრო დაიტვირთოს. გურჩიანი აცხადებს, რომ სიშორის გამო ტურისტები სვანეთით არ ინტერესდებიან.



„გუდაურს და ბაკურიანს მაინც თბილისი ტვირთავს, თბილისიდან საათნახევარში ადგილზეა ტურისტი. გვირაბი, რომ იყოს, თითქმის ბაკურიანის დრო დაგჭირდება, ოდნავ შეიძლება მეტი, 3 საათში მესტიაში იქნები. ამის შემდეგ ყველა ივლის, თვითმფრინავიც აღარ იქნება საჭირო“,
- აცხადებს გურჩიანი.



კითხვაზე, ამ რეალობის გათვალისწინებით, წამგებიანია თუ არა სვანეთში სასტუმრო ბიზნესი, გურჩიანი აცხადებს, რომ წამგებიანია როგორც ვარსკვლავიანი, ისე საოჯახო სასტუმროების მუშაობა და დღეს სვანეთში ეს სექტორი თავის გატანაზეა.



„ჩემი დაკვირვებით, ზამთარში შეიძლება ერთდროულად 200 დამსვენებელი იყოს ჩამოსული, თითო სასტუმროს 0.01 ხვდება, ამან რა ამინდი უნდა შექმნას? ამ 200 კაციდან ნახევარზე მეტი ნათესავებთან არის. აქედან გამომდინარე, ზამთრის კურორტი სვანეთი ჯერ არ არის და ეს იმის მიუხედავად, რომ კარგი ბუნებაა, სასრიალო ტრასები და კარგი ინფრასტრუქტურაა. ზაფხულში კიდევ მარტივია, დიდი დღეა და კიდევ არა უშავს,“ - აცხადებს გურჩიანი.



მისი განცხადებით, ამჟამად სასტუმრო „გისტოლა“ ღიაა, თუმცა, თუ გახსნისას 25 თანამშრომელი იყო დასაქმებული, ახლა მათი რიცხვი 4-მდე შემცირდა.



„თანამშრომელთა ნაწილი ზოგი უხელფასო შვებულებაში გავუშვით, ზოგი - ნახევარ ხელფასზეა. ვცდილობთ, ნახევარ ხელფასზე გავუშვათ, რადგან შემდეგ მათი მოყვანა რთული იქნება. საოჯახო სასტუმროები ბევრი დაიკეტა, აზრი არ აქვს მუშაობას. გისტოლა დიდი სასტუმროა და რომ დავკეტოთ თანამშრომლების აყვანა გაგვიჭირდება, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას“,
- აცხადებს გურჩიანი.



„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა მესტიაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციით სასტუმრო 2021 წლის ზაფხულში გახსნა. „გისტოლა“ დაბაში პირველი პრემიუმ კლასის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა.


business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up