პანდემიის  გამო შესაძლოა ზოგიერთი ბრენდი საერთოდ გაქრეს -  რითეილ გრუფ ჯორჯია

პანდემიის გამო შესაძლოა ზოგიერთი ბრენდი საერთოდ გაქრეს - რითეილ გრუფ ჯორჯია

access_time2021-01-21 16:00:36

რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" რითეილ გრუფ ჯორჯიას დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა პანდემიის პირობებში  რითეილ სექტორის მდგომარეობაზე და ქართული ბაზარიდან უცხოური ბრენდების გასვლაზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, ამ  ეტაპზე რითეილ ჯგუფის პორტფელში არსებული არც  ერთი  ბრენდი პანდემიის  გამო ქათულ  ბაზარს  არ  ტოვებს, ხოლო  რაც შეეხება გლობალურ  პროცესებს  მაღალაშვილი  აღნიშნავს, რომ პანდემიის  გამო შესაძლოა ზოგიერთი ბრენდი საერთოდ გაქრეს. 


რითეილ გრუფ ჯორჯიას შემოსავალი პანდემიის გამო, დაახლოებით 40%-ით შემცირდა.


პანდემიის  გამო ჩვენ დაახლოებით სამთვენახევარი სრულიად გაჩერებულები ვიყავით, ამ  პერიოდის  გამოკლებით, შარშანდელთან შედარებით ჩვენი გაყიდვები 40%-ით შემცირდა. 

ხოლო თუ ამ თვეებსაც  დავამატებთ მაშინ ჩვენი შემოსავალი ნახევარზე ბევრად ნაკლებია -  აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.


რეზო მაღალაშვილის განცხადებით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ოპერატორი კომპანიები არიან, რომლებიც ფრენჩაიზის უფლებას ფლობენ და მათი ფინანსური  მდგომარეობა დამოკიდებულია არა თვითონ  ბრენდებზე,  არამედ  არსებულ ეკონომიკურ  ვითარებაზე.



შეიძლება თვითონ ბრენდი მაგალითად, საფრანგეთში ძლიერი იყოს, თუმცა ოპერატორმა, რომელიც  საქართველოში ოპერირებს, უბრალოდ დიდი  ხანი  ვერ გაძლოს, თუ  ეკონომიკა ნორმალურ  მდგომარეობას არ  დაუბრუნდა, -  აღნიშნა  რეზო  მაღალაშვილმა.


რეზო მაღალაშვილმა ბიზნესის საქმიანობის განახლებაცზეც ისაუბრა და განმარტა, რომ როგორც წესი რითეილ გრუფი და სხვა ბიზნეს  კომპანიებიც რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილებას   2-3  დღით ადრე იღებენ. 

მისივე  განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გახსნის პროტოკოლებზე კომუნიკაცია ხდება და პოზიტიური მოლოდინი აქვთ.


როგორი იქნება ეკონომიკის გახსნა ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. დეკემბერში გახსნა აუცილებელი იყო და სავაჭრო  ცენტრები ამისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ, იქნებოდა ეს  თანამშრომლების  ტრანსპორტირება თუ სხვა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

რითეილ სექტორში თებერვალი ყველაზე სუსტი თვეა, თებერვალში იმის მეთედი ნაკადი არ არის, რაც დეკემბერშია. 

შესაბამისად,  შემოსავლებიც ძალიან  დაბალია და მნიშვნელოვანია რომ შეზღდვები მოიხსნება, რომ  გახსნას  აზრი ჰქონდეს და ელემენტარულად  შემოსავლებმა  ხარჯების  გადაფარვა შეძლოს. 

ასევე ველოდებით რა მიმართულებით მოიხსნება  შეზღუდვები, იქნება ეს ტრანსპორტი, შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება, სამუშაო საათების გაგრძელება თუ სხვა.

კრიზისულ სიტუაციებს  ჯერჯერობით თავი წარმატებით გავართვით, ამ  წელმა  ყველაზე დიდი  გამოცდილება სწორედ კრიზისების  მართვაში მოგვცა-  აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა


მაღალაშვილის  განმარტებით იმისათვის რომ ბიზნესმა გადაწყვეტილებები მიიღოს, უღირს თუ არა ქსელის სრულიად გახსნა, გაურკვევლობაში არ უნდა იყოს და უნდა იცოდეს რა  შემთხვევაში შეიძლება, ისინი კვლავ  დახურვის  საფრთხე  დაგდგნენ.


ჩვენ უნდა ვიცოდეთ დინამიკა კარგისკენ მიდის თუ ცუდისკენ, ბოლო პერიოდში თითქოს კარგისკენ მიდიოდა და ვიხსნებოდით, თუმცა 18-ში არ გავიხსენით.

კარგი იქნება  რომ  ამ პროცესს პროგნოზირებაც დაემატოს, მესმის  რომ  პანდემიაა და  პროგნოზირება  რთულია , თუმცა კარგი იქნება, რომ ეს რაღაც  ელემენტარულ დონეზე მაინც იყოს  შესაძლებელი.

ერთი რაც მთავრობამ იმედის მომცემი გვითხრა არის ის, რომ  მოლების და სავაჭრო ცენტრების გახსნა პირველი  თებერვლისთვის იმიტომ  გადაწიეს, რომ კვლავ დახურვის საჭიროება აღარ დადგეს. ეს სასიხარულოა და თუ ეს  ასეა  იქნება  იმ  12 დღის  დაკარგვაც ღირდა -  აღნიშნა  რეზო მაღალაშვილმა. 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up