კარტოფილის ექსპორტმა მოცვისას გადააჭარბა - რამდენი და სად გაიყიდა ქართული კარტოფილი

კარტოფილის ექსპორტმა მოცვისას გადააჭარბა - რამდენი და სად გაიყიდა ქართული კარტოფილი

access_time2021-07-11 14:00:27

ივნისში ქართული კარტოფილი (სათესლე კარტოფილის გარდა) ქვეყნის ექსპორტის მთავარ სამეურნეო პროდუქტად დარჩა.

 უცხოეთში კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მოცვის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე 20%-ით მეტია. მოცვი ივნისში ექსპორტირებული პროდუქტების სიაში მეორე ადგილზეა.

ქართული კარტოფილის მთავარი საექსპორტო მიმართულება ისევ რუსეთია. ივნისის ექსპორტიდან რუსეთის წილი 92%-ია, რაც მთლიანი 3,7 მლნ დოლარის შემოსავლიდან 3,4 მლნ დოლარს შეადგენს. ივნისში ექსპორტირებული 8,7 ათასიტონა კარტოფილიდან 7,6 ათასი ტონა რუსეთში გაიგზავნა. რუსეთის გარდა, კარტოფილის ექსპორტი სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მოლდოვასა დათურქეთშიც განხორციელდა.

ივნისში საშუალოვადიანი საექსპორტო ფასი კგ-ზე 0,43 დოლარი იყო, რაც მაისის საექსპორტო ფასთან შედარებით, 10%-ით მეტია. რუსებმა, მინიმუმ, 40%-ით მეტი გადაიხადეს, ვიდრე სხვა იმპორტიორებმა, რადგან ქართველმა ფერმერებმა რუს იმპორტიორებს 1 კგ კარტოფილი 0,45 დოლარად მიყიდეს.

თუმცა მაისთან შედარებით, ივნისში კარტოფილის ექსპორტმა მოიკლო. თუმაისში 3,8 მლნ დოლარის ანუ 9,6 ათასი ტონა კარტოფილი გავიდა ქვეყნიდან, ივნისში ექსპორტი 3,7 მლნ დოლარამდე, 8,7 ათას ტონამდე შემცირდა.

წელს, ზოგადად, კარტოფილის საექსპორტო შემოსავალი რეკორდულად მაღალია. პირველ ექვს თვეში საქართველომ კარტოფილის ექსპორტიდან 8.7 მლნ დოლარი მიიღო, რაც წინა ნებისმიერ მთლიან წელთან შედარებით, სულმცირე, ორჯერ მეტია.


მიმდინარე წელს კარტოფილის მთლიანი საექსპორტო შემოსავლის 85% ქვეყანამ მხოლოდ 2 თვეში, მაისსა და ივნისში მიიღო. ეს ის პერიოდია, როცარუსეთის ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნა იყო.

პორტალ EastFruit-ის შეფასებით, ქართული კარტოფილის მიმართ უჩვეულოდ დიდი ინტერესი რუსეთში კარტოფილის მარაგების შემცირებამ განაპირობა, რაცამჟამად რუსეთისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. იქ კარტოფილის მიწოდება იზრდება და ფასებიც იკლებს. ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის პირველ კვირამდე რუსეთში 1კგ კარტოფილის ფასი 0,69-დან 0,27 დოლარამდე დაეცა, რაც პრაქტიკულად, საქართველოში არსებულ დღევანდელ ფასს, კგ-ზე0,25 დოლარს ემთხვევა.

„ამრიგად, რუსეთის ბაზარზე დროებითი საექსპორტო ფანჯარა იკეტება. წინაკვირის შემდეგ რუსი იმპორტიორების მხრიდან აქტივობა, პრაქტიკულად, ნულოვანია,“ - წერს EastFruit.

რუსეთის წლევანდელმა მოთხოვნამ ქართულ ბაზარზე კარტოფილის გაძვირებაგამოიწვია. გასულ წელთან შედარებით, 1კგ კარტოფილზე ფასმა 0,05-0,12 დოლარით მოიმატა. ამჟამად საქართველოში 1კგ კარტოფილი, შარშანდელთან შედარებით, 0,05 დოლარით ძვირია.

EastFruit-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული საექსპორტო შესაძლებლობა დროებითი იყო და მომდევნო სეზონზე ქართველი ფერმრები ექსპორტის განვითარებაში უფრო აქტიური უნდა იყვნენ, რისი მთავარი პირობაცმარკეტინგის დახვეწაა.

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up