კარტოფილის ფასი რეკორდულად მაღალია

კარტოფილის ფასი რეკორდულად მაღალია

access_time2022-10-25 12:20:00

ორი კვირის წინ, კარტოფილის საბითუმო ფასმა საქართველოში რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია - 1 კილოგრამის ღირებულება 1,7 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ ფასები ამ ნიშნულის გარშემო სტაბილიზდება, თუმცა როორც EastFruit-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, მომავალში მოსალოდნელია ფასების ზრდა.


თავდაპირველად, კარტოფილის აღება ივნისში, ქვემო ქართლში იწყება, ოქტომბერში კი ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში. საქმე იმაშია, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელს აქ საკმაოდ დაბალი მოსავლიანობა იყო. სწორედ ამ ფაქტორის გამო და იმპორტის არარსებობის გამო, ფასებმა ზრდა დაიწყო.


საინტერესოა, რომ წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველომ 1300 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც უკანასკნელი 9 წლის მანძილზე იმპორტის ყველაზე დაბალი ოდენობაა. ოფიციალური მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ოქტომბრის მონაცემები კი ჯერ არ განახლებულა.


რამდენიმე დაინტერესებული მხარე აღნიშნავს, რომ ასევე ცუდი მოსავალია მეზობელ თურქეთში, რომელიც ძირითადი იმპორტიორია საქართველოში. ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის აღსაკვეთად, თურქეთმა კარტოფილის ექსპორტი აკრძალა. რაც შეეხება სხვა სხვა შესაძლო იმპორტიორ ქვეყნებს, ესენი შეიძლება იყოს ეგვიპტე და ისრაელი, მაგრამ ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები ამ მომწოდებლების შეთავაზებებს არც ისე მომგებიანს ხდის.



სხვა შედარებით ახლოს მყოფ ქვეყნებს - ბელარუსს, მოლდოვას, პოლონეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს თუ განვიხილავთ, აქ კარტოფილი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, თუმცა მათგან იმპორტი არ ხორციელდება. შესაძლოა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი იმპორტიორები რამდენიმე ქვეყანაზე არიან სპეციალიზირებულნი, როგორც წესი, თურქეთსა და უკრაინაზე.


ჯერ-ჯერობით თურქეთს აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე საწარმოო პრობლემები, რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული. თეორიულად, ეს უკანასკნელი შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოს პოტენციური მიმწოდებელი, თუმცა ის თავად ყიდულობს ქართულ კარტოფილს.


საქართველოში ფასების შემდგომ ზრდას უახლოეს კვირებში ელოდებიან. მოსალოდნელია, კვლავ მაღალი იქნება მოთხოვნა, კარტოფილის მარაგები კი შემცირდება.


ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
კარტოფილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up