კასპის მუნიციპალიტეტში ახალი დასახლება – „ჰოლივუდ სითი“ აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში ახალი დასახლება – „ჰოლივუდ სითი“ აშენდება

access_time2022-05-25 16:00:21

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის მიმდებარედ საინვესტიციო დეველოპერული კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”   მულტიფუნქციურ კომპლექსს  “ჰოლივუდ სითის“ აშენებს. როგორც კომპანიაში  „კომერსანტს“ უთხრეს, კომპლექსი შექმნილია ცხოვრების ახალი სტანდარტების დასანერგად და საქართველოში კინოინდუსტრიის სფეროს განსავითარებლად.  სრულყოფილი ინფრასტრუქტურის გარდა, კომპლექსში  კომერციული ფართები, გასართობი და სპორტული სივრცეები, კინოს შემსწავლელი ცენტრი და 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო მოეწყობა.

 

“ჰოლივუდ სითის“  კონცეფცია ბუნების მოფრთხილების პრინციპებზეა აგებული, რაც განახლებადი ელექტროენერგიის მოხმარებაში გამოიხატება. თუ რას შესთავაზებს მულტიფუნქციური კომპლექსი მომხმარებელს, ამის შესახებ უფრო დეტალურად „კომერსანტთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა  ელბაქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის რეზორტული პროექტი კასპის რეგიონში ჯერ არ განხორციელებულა.


 


„სოფელ წინარეხთან ჩვენ შევიძინეთ მიწა, რომელზეც ერთ-ერთი პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და პროექტში  კორექტირებები ჩვენ თვითონ შევიტანეთ, პროექტი განსაკუთრებული იქნება  იმით, რომ კასპის რეგიონში რეზორტული სახის პროექტი  ჯერ არ განხორციელებულა, საკურორტო ზონებს ჩვენ  შავი ზღვისპირეთში და კახეთის  მხარეში ვართ მიჩვეული. ჩვენ ვამაყობთ, იმით რომ აუთვისებელ ტერიტორიაზე ვაკეთებთ პროექტს, საწყის ეტაპზე პროექტში  იგეგმება 55 ვილა, იგეგმება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის პროექტიც დამუშავების პროცესშია, გარდა ვილებისა, იგეგმება  საზოგადოებრივი მოხმარების ზონები, ისეთი როგორიც არის საბავშვო მოედნები, იქნება კინო სტუდია და კინო ხელოვნების სასწავლო ცენტრი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი სახელწოდებაც “ჰოლივუდ სითი“,  აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ  გვინდა პატარა  გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა  სატელევიზიო კინოპროექტებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, რომ ჩვენგან მოითხოვონ ნებართვა და ადგილზე კინო გადაღებებიც აწარმოონ, გარდა ამისა იქნება კომერციული ფართი, სადაც ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პატარა ბაზრობა მოწყობა და ადგილობრივები თავიანთი მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ,  განსაკუთრებით ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ ბინადრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ. ჰოლივუდ სითი“ ასევე საინტერესოა იმითაც, რომ დასაქმებულების უმეტესობა  -  60% ადგილობრივი იქნება“, -  აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.

 

ელბაქიძე აღნიშნავს, რომ პროცესი  დაწყებულია, ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანი მზადდება, რომელზეც სამი ადგილობრივია დასაქმებული.

 

„აქამდე პროექტის კორექტირებას ველოდებოდით, რაც კასპის  მერიიდან მივიღეთ და ახლა უკვე  მიმდინარეობს  სამშენებლო მოედნის მომზადება, პროექტი ისე შევიძინეთ, რომ რვა ვილის საძირკველი უკვე ჩასხმული იყო და  ფაქტობრივად საქმე  წინ  წაგდებულია, მაგრამ  ძირითადი  სამუშოები ჯერ  კიდევ  ჩასატარებელია.

რაც შეეხება ინვესტიციას, საბოლოო  კალკულაცია ჯერ არ გვაქვს, ველოდებით სასტუმროს პროექტის დამტკიცებას, ამის შემდეგ შევძლებთ  ზუსტი კალკულაციის ჩამოყალიბებას. მინიმალური ინვესტიცია რამდენიმე მილიონი იქნება, თუმცა მიწის  შეძენა, პირველი ნაბიჯები, სამშენებლო მოედნის მომზადებაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ეს თანხა კომპანიამ უკვე გაიღო. საბოლოო კალკულაცია ცოტა ხანში დაინტერესებული პირებისთვის და ინვესტორებისთვის ცოტა ხანში ხელმისაწვდომი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი თბილისის გარეთ არის მისი მფლობელი შეძლებს ვილის გაქირავებას, რაშიც  ხელს  ჩვენც  შევუწყობთ და მენეჯმენტის პროცესშიც ვიქნებით ჩართულები“, -  აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.



„ჰოლვუდ სითის“ ერთ–ერთი მიმართულება კინო ინდუსტრიის  განვითარებაა, როგორც  ირმა ელბაქიძე ამბობს, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და ამ მიმართულებით დიდი ძვრებია, მისივე  თქმით ერთ-ერთი ასეთი კომპანია შესაძლოა „ნეტფლიქსიც“ იყოს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ვგეგმავთ, რომ იყოს  კინოსკოლაც, გვექნება კინო სასწავლებელიც, ეს არ იქნება კლასიკური უნივერსიტეტი, შეიძლება გაკეთდეს საზაფხულო სკოლა, სადაც მოხდება  სპეციალისტების მოწვევა და მსმენელები სემინარებს გაივლიან“. - აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.  

 

პროექტის მთლიანი ფართობი 14 ჰა–ზე მეტია, თუმცა როგორც ელბაქიძე ამბობს მშენებლობა მესამედზე  მოხდება, ხოლო დანარჩენი ბუნებრივი ლანდშაფტი იქნება, რომელიც გადაღებებს დაეთმობა, ასევე მოეწყობა საპიკნიკე ზონები.  რაც შეეხება საკვებ ობიექტებს ისინი განთავსდება იქ, სადაც განაშენიანება იქნება,  დანარჩენი სივრცე,  რაც თავისუფალ  ზონაში  იქნება,  ჯერჯერობით დაპროექტების და ლანდშაფტის დიზაინის ეტაპზეა.


 


“ჩვენ  კომპანიაში გვყავს  ძალიან  ძლიერი არქიტექტორების და ლანდშაფტის  დიზაინერების  გუნდი, რომელიც  თვითონ  აპროექტებს,  თვითონ  აკეთებს   არქიტექტურულ  დიზაინებს და თვითონ  აკეთებს  პროექტის  არქიტექტურულ  ნაწილს, სამშენებლო  ნაწილზე რამდენიმე კომპანიასთან ახლა  მიმდინარეობს მოლაპარაკებები“. - აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რატომ  გადაწყვიტეს აღნიშნული პროექტის მაინცდამაინც  კასპის რეგიონში  გაკეთება, ირმა ელბაქიძე პასუხობს, რომ სურდათ ისეთი რეგიონის არჩევა, სადაც  ჯერ  ინფრასტრუქტურა განვითარებული არ იყო და  დამატებითი სამუშაოების ჩატარებას  საჭიროებდა, შესაყვანი იყო გაზი,  წყალი და სხვა კომუნიკაციები.

 

„ჩვენ გვინდა, რომ  იმ  პროცესებით, რასაც  ჩვენ  პროექტებში  ვახორციელებთ, ადგილობრივებმაც  ისარგებლონ, თუნდაც  ის  სივრცეები,  გასართობი ზონები, რაც იქნება  მოწყობილი, მათაც  ისარგებლონ,  ეს  არ  იქნება  ჩაკეტილი რეზორტი და  ადგილობრივები  შეძლებენ  ამ ყველაფრის  მოხმარებას. ამ მხრივაც  გვინდა, რომ სიახლე  შევიტანთ და  ადგილობრივებმა მოიხმარონ  ის რასაც  ჩვენ  გავაკეთებთ.


ინფრასტრუქტურაზეც  იმავე  აზრის  ვართ და  შერჩევისას  ლანდშაფტი და  რეგიონი იყო გადამწყვეტი, იმიტომ რომ  ჯერჯერობით ასეთი სახის  კულტურა  ამ ტერიტორიაზე განვითარებული არ არის, რაც  მთავარია  თბილისთან ახლოსაა, დაახლოებით  45 წუთში  თბილისში ხარ“,  - აღნიშნა  ირმა  ელბაქიძემ.


ელბაქიძის თქმით, არქიტექტურულ ნახაზებსა და  კონცეფციაზე მუშაობას  დიდი დრო  დასჭირდა. დაპროექტების პროცესი დაახლოებით  რვა  თვე მიმდინარეობდა და დაახლოებით თვენახევრია, რაც  კომპანიამ  ბრენდინგის  პროცესი  დაიწყო. როგორც ელბაქიძემ აღნიშნა მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესება უკვე  მაღალია, თუმცა ჯერჯერობით აქტიური გაყიდვები არ დაწყებულა, პროცესი აქტიურ ფაზაში დაახლოებით თვენახევარში შევა. ელბაქიძემ აღნიშნა, რომ პროექტი 4 წელიწადში დასრულდება.




“სვიფ ლენდ გრუპი” - საინვესტიციო დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც 2021 წლის თებერვალში საქართველოს ბაზარზე დაიწყო ოპერირება. კომპანია ემსახურება სოციალური და ეკონომიკური განვითარების მდგრადი გარემოს შექმნას, იზიდავს ინვესტიციებს და დიდ როლს ანიჭებს სოციალურ პროექტებს.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up