კატალიზატორების მანქანებიდან ამოღება, ჩაბარება და შემდეგ ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს

კატალიზატორების მანქანებიდან ამოღება, ჩაბარება და შემდეგ ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს

access_time2023-04-21 18:00:16

საქართველოში შესაძლოა, მალე კალატიზატორებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდეს. შესაბამის ცვლილებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტრო მუშაობს. საავტომობილო სექტორში ამბობენ, რომ ზომების გამკაცრება მართლაც აუცილებელია, რადგან ქვეყანაში გამონაბოლქვის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა.


კატალიზატორების მანქანებიდან ამოღებისა და გაყიდვის პრაქტიკა საქართველოში ხშირია. საავტომობილო ნაწილი ისეთ ნივთიერებას (პალადიუმი) შეიცავს, რომელიც საკმად ძვირი ღირს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ავტომფლობელები საკუთარი მანქანიდან კატალიზატორს იღებენ და ხელსაყრელ ფასად აბარებენ. პრობლემა კი ისაა, რომ კალატიზატორის ამოღების შემდეგ, ავტომობილის მავნე გამონაბოლქვი მატულობს, რაც ჰაერს ხარისხს მკვეთრად აუარესებს.


სწორედ ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულაციების გატარებას გეგმავს. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რეგულაციები გატარდება იმისთვის, რომ კატალიზატორების მოხსნა და მათი შემდგომი გასხვისება წახალისებული არ იყოს.

 

კატალიზატორების მიმართულებით სამინისტროში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მათი ჩაბარების პროცესი არ წახალისდეს და გარკვეული შეზღუდვები შემოვიღოთ შემდგომ ექსპორტზეც. ეს იქნება კომპლექსური ღონისძიებების ნაწილი იმისთვის, რომ კატალიზატორების მოხსნა და მათი შემდგომი გასხვისება მაქსიმალურად შეიზღუდოს.

 

ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეებს მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილი არ უჩნდებოდეთ. შეიძლება არსებობდეს ჩამბარებელი პუნქტები და აქ მიღებული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს კატალიზატორის გასხვისების სურვილი ჰქონდეთ. ვმუშაობთ, რომ სრულად დარეგულირდეს ეს საკითხი, - განაცხადა თანდილაშვილმა.

 

კატალიზატორთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების მომხრეა საავტომობილო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი, ვინაიდან გამონაბოლქვის კუთხით სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით დედაქალაქში და რეგულაციის გატარება აუცილებელია.


 

დარგის სპეციალისტი ეკა ლალიაშვილი ხაზს უსვამს, რომ დარეგულირებასთან ერთად, კანონის აღსრულება უნდა გაკონტროლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებას აზრი არ ექნება.

 

ღონისძიების გატარებას მივესალმები, მაგრამ რთულია მხოლოდ კატალიზატორებზე ვისაუბროთ. აქ საუბარია გამონაბოლქვის დონეზე, რომ კონკრეტული გამოშვების ავტომობილმა, კონკრეტული ნორმა დააკმაყოფილოს.

 

საერთოდ, რეფორმა საგზაო უსაფრთხოების ნაწილსაც უნდა ემსახურებოდეს და მეორეც, ავტოტრანსპორტის ტექინსპექტირება ჰაერის დაბინძურების პრევეცნიასაც უნდა ითვალისწინებდეს. მაშინ, როდესაც ჰაერის დიდი წილი გამონაბოლქვით დაბინძურებულია, რა თქმა უნდა, რეგულაციები გასამკაცრებელია, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი აღსრულება.

ვხედავთ, რომ გარკვეული ჩავარდნებია იმ რეფორმაში, რომელიც ახლაა გატარებული, მათ შორის გამონაბოლქვის კონტროლის თვალსაზრისის კუთხით, ამიტომ ნებისმიერმა უწყებამ, რომელიც კანონზე მუშაობს, აღსრულების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწაზე უნდა იფიქროს. თუნდაც ქუჩაში კონტროლი. შესაძლოა, ქვეყანა მთლიანად არ იყოს ამით მოცული, მაგრამ დავიწყოთ თბილისით. თუნდაც რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც მოლოდინს შექმნის, რომ გამონაბოლქვის კონტროლი ხდება. მარტივად დავიწყოთ, ხილული გამონაბოლქვის შემოწმება, ტრანსაპორტის გაჩერება და მისი ადგილზევე შემოწმება”, - განუცხადა `რეზონანსს” ლალიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამონაბოლქვის მხრივ სერიოზული პრობლემაა, კატალიზატორების ამღებისა და გასხვისების რეგულაციას არ ემხრობა სპეციალისტთა მეორე ნაწილი. რობანი მოტორსის” ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ კატალიზატორი ავტომფლობელთა საკუთრებაა და რასაც უნდა იმას უზამს”.

კატალიზატორის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ მანიპულირება მოხდეს და რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ. ავტომფლობელებს ხელი უნდა შეეწყოს, მიეცეთ შესაძლობა, რომ თუ მათი მანქანის კატალიზატორი უვარგისია, მიეცეს საშუალება, რათა ეს ხარვეზი აღმოფხვრა.

რაც შეეხება გასხვისების ნაწილს. კატალიზატორი ავტომფლობელების საკუთრებაა და რასაც უნდა იმას უზამს. მთავარია, ტექნიკური დათვალიერების ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. არავის საქმე არ არის მფლობელი რა გზას გაუყენებს თავის კატალიზატორს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ჩამოსაწერია, უვარგისია და ა.შ. ხოლო, თუ ავტომობილის მწყობრში მოყვანისთვისაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც არსებობს”, - განუცხადა ჯამაგიძემ რეზონანსს”.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შევიდა გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას. კერძოდ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინისძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირჟანგის დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდა და გახდა 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში ნახშირჟანგის დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს.



www.resonancedaily.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up