კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად სპარსეთის ყურის ქვეყნები, აქლემების კლუბ „მზეიენში“, აქლემების სილამაზის ფესტივალს ატარებენ.
კატარის აქლემების კლუბ „მზეიენის“ პრეზიდენტი ჯამად ჯაბერ ალ-ათბა ამბობს, რომ იდეა ფეხბურთის მსოფლიო თასის მსგავსია. ჰყავთ მონაწილეები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოდან და აქლემები თავისი ასაკის და ჯიშის შესაბამისად განსხვავებულ კატეგორიებში პაექრობენ. მაგალითად, შავ აქლემებს მათი სხეულის, თავი ზომით და ყურების განლაგებით აფასებენ. მაგათერის ტიპის აქლემებში პროპორციულობას აქცევენ ყურადღებას და მათ ყურები ჩამოყრილი უნდა ჰქონდეთ და არა სწორი. ასევე მნიშვნელოვანია აქლემების პირის მოხაზულობა.
სანამ აქლემები სილამაზის კონკურსში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ, თაღლითობისა და კოსმეტიკური ქირურგიული ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ცხოველებს სამედიცინო კომიტეტი ამოწმებს. კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, იმისათვის რომ აქლემებს გამარჯვების შანსი გაეზარდოს, მფლობელები აქლემებს ფილერებს, ბოტოქსს და სილიკონს უკეთებენ.
წელს გამარჯვებული აქლემების მფლობელს 200 000 კატარული რიალი (დაახლოებით 55 000 აშშ დოლარი) გადაეცა. შეჯიბრში ბრინჯაოსა და ოქროს მედლების მფლობელი აქლემების საუდელი მფლობელი, მოჰანა იბრაჰიმ ალ-ანაზი გახდა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა