კატარში ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ხვთისიაშვილი კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს და კატარის უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელებს - Lulu Hypermarket-ს და Family Food Center-ს დირექტორებს შეხვდა

კატარში ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ხვთისიაშვილი კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს და კატარის უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელებს - Lulu Hypermarket-ს და Family Food Center-ს დირექტორებს შეხვდა

access_time2021-11-24 17:00:00

2021 წლის 22 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტთან, ანდერს ლუნდ კრისტენსენთან.  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრაზე განხილულ იქნა „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე Milaha-ს მიერ საქართველოში ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობის დაწყების პერსპექტივები.


Milaha წარმოადგენს ყველაზე მსხვილ გადამზიდავ და ლოჯისტიკურ კატარულ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან შავ ზღვაზე ახორციელებს „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტს. ხსენებული პროექტი ითვალისწინებს ფოთის, კონსტანცას (რუმინეთი), ოდესის (უკრაინა), ამბარლის (თურქეთი) და პირეოსის (საბერძნეთი) პორტებს შორის, ასევე ხმელთაშუაზღვის პორტების მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს.


კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართეს Lulu Group International-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მუჰამედ ალტაფთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები არა მხოლოდ კატარში, არამედ ყურის სხვა ქვეყნებშიც.



ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო Lulu Hypermarket-ის ქსელში ქართული პროდუქციისთვის განკუთვნილი მუდმივმოქმედი სტენდის გახსნაში. 2021 წლის 9 ივნისიდან, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და Lulu Hypermarket-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტები შეიძინონ.


Family Food Center-ში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და Family Food Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პ. ფაისალმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ქართული პროდუქციის კვირეული, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება და კატარელ მომხმარებლებს შესთავაზებს სხვადასხვა სახეობის ქართულ პროდუქციას.


კატარში საქართველოს საელჩოს აქტიური მუშაობის, ასევე ქართულ და კატარულ კომპანიებთან თანამშრომლობით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია 2021 წელს ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა კატარში მოქმედ სუპერმარკეტების 6 ქსელის სავაჭრო ობიექტებში (Lulu, Monoprix, Spar, Ansar Gallery, Approved Market, Family Food Center) “ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up