კატასტროფული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „მწვანე ევროპა“

კატასტროფული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „მწვანე ევროპა“

access_time2022-01-13 19:00:26

არსებობს სრულიად რეალური ალბათობა იმისა, რომ ზამთარში ევროკავშირში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნას - მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე უკვე ნორმად იქცა და ამას ბოლო არ უჩანს.

 


პუტინი კარგად ხვდება, რომ ევროპა რუსულ გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კი ამ დამოკიდებულებას გააორმაგებს და უკრაინაზე, ევროკავშირზე, ნატო-ზე და პირველ რიგში ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, გერმანიაზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღი გახდება.

 


გერმანია აგრძელებს თავის კატასტროფულ ენერგეტიკულ „მწვანე გადასვლას“ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე და ამავე დროს სანდო, ხელმისაწვდომ და მდგრად ელექტროსადგურებს ხურავს - პირველ რიგში ეს ნახშირის და ატომურ ელექტროსადგურებს ეხება.

 


2021 წლის დასაწყისში ფედერალური მთავრობის აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ 2020-2025 წლებში ქვეყანას ენერგომომარაგების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის $600 მლრდ დასჭირდება. გარდა ამისა, გერმანიას 2020 წელს 3 ატომური ელექტროსადგურის ენერგიის სხვა წყაროებით ჩანაცვლება $580 მლრდ დაუჯდა.

 


ამ ხარჯების მიუხედავად, გერმანელები უპირატესობას არასტაბილურ, ძალიან ძვირადღირებულ და უზარმაზარ ფართებზე გაშლილ მზის და ქარის ელექტროსადგურებს ანიჭებენ. მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ - ჩვენ ჯერ კიდევ წიაღისეული ენერგომატარებლების სამყაროში ვცხოვრობთ და ეს რეალობა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

 


თუ გერმანია ამას ვერ მიხვდება, მას ენერგიის პერიოდული გათიშვები ელის და ეს მთლიანად ევროკავშირსაც ეხება.


 


ენერგოგადასვლა ბევრ დროის მოითხოვს - მსხვილმასშტაბიან ენერგოგენერაციაში ჯერ-ჯერობით ძირითადად მე-19 საუკუნეში და 1930-ან წლებში ჩამოყალიბებული პრინციპები მოქმედებს. ვერანაირი ახალი ტექნოლოგია დღეს ვერ უწევს კონკურენციას ენერგიის მოპოვების ამ ძველ საშუალებებს და ასე, როგორც მინიმუმ, 20-30 წელი გაგრძელდება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი ენერგეტიკის დარგში ვაცლავ სმილი.

 


გერმანიამ და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წევრ-ქვეყნებს გეოპოლიტიკური კოშმარი შეუქმნეს - მათ დანერგეს ეკოლოგიური დოგმები, რომელთა წინააღმდეგ ხმის ამოღება შეუძლებელია. ამან კი პუტინს ევროპაზე გაზის მიწოდებით გავლენის მოხდენის საშუალება მისცა.

 


2021 წლის თებერვალში შტატებში, კონკრეტულად კი ტექასში ელექტროენერგიის გათიშვები იყო იმის კარგი დადასტურება, რამდენად მცდარია ალტერნატიულ ენერგეტიკაზე ძირითადი აქცენტის გაკეთება. ამის შედეგი ენერგეტიკული სიღატაკე და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი ევროპის უსაფრთხოების გარდაცვალება იქნება.

 


ნატო-ს პირვანდელი ამოცანა რუსების შეჩერება იყო, მაგრამ დღეს ევროკავშირი „გაზპრომი“-ს მიერ ხელ-ფერ შეკრულია. პუტინი გაზს იყენებს, როგორც იარაღს ლიბერალური წყობილების წინააღმდეგ და ეს ახალი რეალობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 


ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აშშ-ს დღეს ხელმძღვანელობს ენერგეტიკულად ყველაზე უვიცი ადმინისტრაცია, რომელიც წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ გამოდის და რომლის ენერგეტიკული პოლიტიკაც ყველაზე გაურკვეველი და ბუნდოვანია სამრეწველო რევოლუციის პერიოდის შემდეგ.

 


სრულმასშტაბიანი ენერგოკრიზისი ევროპაში პირველ რიგში თავად ევროპის დამსახურებაა, რომელიც „მწვანე დღის წესრიგს“ დაუფიქრებლად, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტების და ამოცანების გარეშე მიჰყვება. ზრუნვა გარემოზე ახალ ავტორიტარიზმად იქცა და დღეს დასავლეთის ენერგოპოლიტიკას ეკოლოგი-აქტივისტები წარმართავენ. სწორედ ამის შედეგია ენერგოკრიზისი ევროპაში.

 


ამას ემატება გერმანელების ისტორიული კომპლექსები და დანაშაულის გრძნობა ფაშიზმის მხარდაჭერის გამო, რომელიც მათ რუსეთის მიმართ ზედმეტი ლოიალობისკენ უბიძგებს. სწორედ გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ევროპაზე რუსეთის ენერგოგავლენის ზრდას ხელს ყველაზე მეტად უწყობს.

 


ამერიკა და ნატო მაღალ ფასს გადაიხდიან იმაში, რომ გერმანია და მთლიანად ევროპა რუსებს ელაქუცება. კატასტროფულად მაღალი ფასები გაზზე და საწვავის დეფიციტი - ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელიც დამოკიდებულია ერთი კაცის, ვლადიმირ პუტინის ახირებებზე.

 


americanthinker.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up