კატებზე ზრუნვის ზამთარი - თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია

კატებზე ზრუნვის ზამთარი - თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია

access_time2022-02-14 13:05:33

„თეგეტა ჯგუფმა“ 2022 წელი ზრუნვის წლად გამოაცხადა და ამ მასშტაბურ წამოწყებაში ყველა, ვისაც სიკეთის კეთების სურვილი აქვს, ირგვლივ შემოიკრიბა. კამპანია რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ზამთარი მიუსაფარი ცხოველებისთვის ყველაზე საშიში სეზონია - ახლა, როცა გარეთ ასე ცივა, თეგეტა ავტომფლობელებს დაუცველი ცხოველების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს და მარტივი რჩევების გათვალისწინებით, მათი დაცვისკენ უბიძგებს.


 

„კატებზე ზრუნვის ზამთრის“ იდეა კომპანიას სწორედ  სეზონმა უკარნახა. ზამთარში კატები ავტომობილის გახურებულ ძრავსა და საბურავებში ცდილობენ მოკალათებას - ასე გაურბიან სუსხსა და სიცივეს. ავტომობილის მძღოლების უმეტესობამ კი შესაძლოა უნებლიეთ ცხოველები დააზიანოს.  სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, თეგეტამ  “Animal Project”-თან ერთად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია „კატებზე ზრუნვის ზამთარი“ წამოიწყო.



ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა თეგეტას ზრუნვის კამპანიის გაგრძელებაა. იმისთვის, რომ ჯანსაღ, განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი, დიდი კომპანიების პასუხისმგებლობა გვგონია, სწორედ ამიტომ ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა რამდენიმე პროექტს მოიაზრებს. ერთი მხრივ, ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ამ ეტაპზე ზამთრისთვის ყველაზე აქტუალური და ჩვენს საქმიანობასთან ახლოს მყოფიმანქანებში შეფარებული მიუსაფარი კატების გადარჩენა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები კატების სტერილიზაციას და მათთვის სახლების, ზრუნვის წერტილების მოწყობას გულისხმობს.


საინფორმაციო კამპანია სოციალური ქსელის გარდა ჩვენს ფილიალებსაც მოიცავს, სადაც მომხმარებელს ზამთრის თანმდევი რისკის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ფლაერის სახით ვატანთ რჩევებს,  როგორ შეუძლიათ იზრუნონ მიუსაფარი კატების უსაფრთხოებაზე ” - ამბობს ნათიკა ბერძული, “თეგეტა ჰოლდინგის” სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. 



მიუსაფარი ცხოველების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დეტალურად არც ის ვიცით, რამდენი კატა ეწირება გაუფრთხილებლობას, თუმცა  არაოფიციალური ცნობით,  საქართველოში ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში მანქანას შეფარებული ასამდე კატა იღუპება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ფისოების გადასარჩენად თეგეტამ და "Animal Project"- მა რამდენიმე მარტივი რჩევა შეიმუშავეს, რომლის შესასრულებლად ერთ წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ.  


 

• მანქანის დაძვრამდე საბურავები და წინა ხუფი შეამოწმეთ და დარწმუნდით, ავტომობილში კატა ხომ არ იმალება;



• ძრავის ამუშავებიდან დაძვრამდე 10-მდე დათვლაც საკმარისია, რომ ავტომობილში დამალულმა კატამ გამოსვლა მოასწროს;


• მართვისას თუ მანქანიდან კატის კნავილი ისმის, საჭიროა ძრავის გამორთვა და ავტომობილის შემოწმება, რადგანაც შესაძლოა კატა ვერ ახერხებს ძრავიდან გამოსვლას.



Animal Project-ისა და თეგეტას ცხოველებზე ზრუნვის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი ფისოების სტერილიზაციაა. პროცესი დედაქალაქს გასცდა, მოიცვა ქუთაისი, გორი, რუისი და ბოლნისი სადაც 100 კატის სტერილიზაცია მოხდა.


 
„კატები და ძაღლები საუკუნეების მანძილზე ადამიანის კომპანიონი ცხოველები არიან. მათი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები არ არის ურბანული  ქუჩა, მაგისტრალები, თუ დაუსახლებელი ტერიტორიები. ყველა ძაღლი და კატა უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან ერთად. საქართველოში არსად აღირიცხება და არავისგან კონტროლდება კომპანიონი ცხოველების (ძაღლების და კატების) პოპულაცია, შესაბამისად მრავლდება იმაზე მეტი კატა, ვიდრე არსებობენ ადამიანები, ვისაც მათი აყვანა სურს.  ასეთი კატები ხვდებიან ქუჩაში და უწევთ უმძიმეს პირობებში არსებობა. სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას’’ - ამბობს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.




ცხოველებზე ზრუნვისთვის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი ფისოებისათვის სახლების დადგმაც იგეგმება. თბილისის სხვადასხვა უბანში კატებს მალე ახალი თავშესაფარი ექნებათ. პირველ ეტაპზე სულ 10 სახლი განთავსდება. 


"Animal Project"-ი ცხოველების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი კეთილდღეობისთვის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. თეგეტასთან მათი  მეგობრობაც რამდენიმე თვეა დაიწყო. კომპანია ზრუნვის პლატფორმაზე, tegeta.care, ადვილად იძებნება და დახმარების მსურველებისთვის მთელი წელი ხელმისაწვდომია. 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up