კატეგორიული მტკიცება, რომ ვინმე გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წინასწარ არ არსებობს - ივანე ჩხაიძე

კატეგორიული მტკიცება, რომ ვინმე გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წინასწარ არ არსებობს - ივანე ჩხაიძე

access_time2022-07-13 20:00:40

სამედიცინო სექტორი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისა და კონსულტაციების შემდეგ, შესაძლოა ვითარება გამოსწორდეს და ერთობლივი ძალებით მოხერხდეს, ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სუბიექტებისთვის ტარიფების გადახედვა განხორციელდეს.


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ის ტარიფები, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებები არიან ჩართული სახელმწიფო პროგრამაში აუცილებლად გადასახედია, რადგანაც კლინიკები მიმდინარე ხარჯების დაფარვასაც კი ვეღარ ახერხებენ.


„ტარიფები, რომელიც 2013 წელს იყო ჩადებული ახლა გადახედვას მოითხოვს. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი, დაწყებული მედიკამენტების ფასიდან დასრულებული ელექტროენერგიის ტარიფით.


ამ საკითხს წამოჭრა და განხილვა სამუშაო რეჟიმში გასატარებელი ღონისძიება იყო, რაც მიმდინარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში და იმედი გვქონდა და ახლაც გაქვს იმედი, რომ საკითხი იქნება შეთანხმებული. რთულია ასეთი ცვლილებების გარეშე ამ პროგრამის წარმატებული განხორციელება“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ საუბარში ივანე ჩხაიძე.


სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმითვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდება სერიოზულ ფინანსებს საჭიროებს. ტარიფის გადახედვაზე, რომ გადაწყვეტილება ივლისში იქნებოდა მიღებული კლინიკებს ჰქონდათ.


ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ კონსულტაციისთვის მინისტრის მონაწილეობით შეხვედრა იქნება აუცილებელი და შესაძლებელია ეს შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდეს.



თუ კი ტარიფის გადახედვა არ მოხდება, დატოვებენ თუ არა კლინიკები სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას, ივანე ჩხაიძეს ჯერ ზუსტი პასუხი არ არ აქვს.


„კატეგორიული მტკიცება, რომ ვინმე გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წინასწარ არ არსებობს, მაგრამ თუ კლინიკა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მიაწოდოს ხარისხიანი სამედიცინო სერვისი და ამასთანავე სამკურნალო და დიაგნოსტიკური სერვისი ამისათვის საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა მან არ უნდა გარისკოს და სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე უარი უნდა თქვას. ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.


არ ვფიქრობთ, რომ რადიკალურ ზომამდე მივალთ და რომელიმე კლინიკა გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ეს შეიძლება იყო ერთეული კლინიკა, რომელსაც სხვა გამოსავალი არ ექნება რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე მაინც. იმიტომ, რომ გარკვეული ვადები ახალი მითოლოგიის ამუშავებასთან დაკავშირებით არსებობს“, განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


აღსანიშნავია, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტიკის კითხვაზე - განიხილავს თუ არა სამინისტრო კლინიკების ინდექსაციის საკითხს, ვიდრე დაფინანსების ახალ მოდელზე DRG-ზე გადაეწყობა, ზურაბ აზარაშვილმა უპასუხა, რომ DRG წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.


„2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95%-იან დაფარვაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თუ სამედიცინო მომსახურების კუთხით დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს იმის მზაობა, რომ დავუფინანსოთ სამედიცინო სერვისები, ეს იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხისა და სტანდარტის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები.


აქედან გამომდინარე, როდესაც დავაანონსეთ DRG -ის შემოტანა, აპრილიდან საპილოტე რეჟიმში გაშვებული გვაქვს DRG, სექტემბერ-ოქტომბერში ვგეგმავთ, რომ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე. მეორე მხრივ, ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, რატომღაც ძალიან გული მწყდება, რომ ხდება აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და მნიშვნელოვანია, რომ არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. ის სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად მოვთხოვთ კლინიკებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


დღეს კი ჯანდაცვის ასოციაციამ, რომელიც 100-მდე კლინიკას, 23 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება, ჯანდაცვის მინისტრს ტარიფების ინდექსაციის საკითხთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა.

„ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი კლინიკებისთვის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სიახლე იყო და ეს იქნება დიდი დარტყმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, – ასე ეხმაურება ასოციაცია მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც DRG სისტემის შემოღებამდე ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება.


„ინდექსაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტის მომსახურების ხარისხზე ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში აისახება სწორედ არასაკმარისი ტარიფები.

2013 წლის შემდეგ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე ხარჯების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, ასევე კომუნალური გადასახადების ზრდამ და ტარიფები არათუ გაიზარდა, 2019 წლის 520-ე დადგენილების საფუძველზე შემცირდა,“- აღნიშნავს ასოციაცია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up