„კავეას“ კინოთეატრების ქსელი Drive in კინოთეატრს გახსნის. ამის შესახებ კინოთატრის მენჯმენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ირკვევა პირველ ლოკაციად ლისი შეირჩა, თუმცა „კავეას“ კინოთეატრების ქსელის facebook გვერდზე დღეს ახალი პოსტი განთავსდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ Drive in კინოთეატრი დედაენის ბაღშიც მოეწყობა. „კავეა“ ფილმების ჩვენებას ივლისიდან გეგმავს. კინოთეატრი, მაყურებელს პარკინგზე საკუთარი ავტომობილიდან ფილმის ნახვის საშუალებას მისცემს.
ბაჩო ადამია