„კავკასიის ავტოიმპორტი“ აფრიკის ბაზარზე აპირებს შესვლას

„კავკასიის ავტოიმპორტი“ აფრიკის ბაზარზე აპირებს შესვლას

access_time2021-09-06 11:00:43

უახლოეს პერიოდში საქართველოში ლიდერი ავტოიმპორტიორი კომპანია ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ აფრიკის ბაზარზე შევა. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი სურგულაძემ აცნობა. მან ასევე ავტო ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ბაზარი დადებით დინამიკას ინარჩუნებს.


,,ავტო ბაზარზე ვითარება უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია, ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ წილი ბაზარზე 30-40%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს არის პანდემიის პერიოდში 10-15%-იანი ზრდა. რაც შეეხება იმპორტს, უკვე 50%-იანი ზრდაა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. გაზრდილია საიმპორტო მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებითაც. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ისიც, რომ სერვისებს ვხვეწავთ, გავდივართ საერთაშორისო ბაზრებზეც, საკმაოდ მყარად ავითვისეთ უკრაინის ბაზარი, სადაც საკმაოდ სოლიდური წილი გვიჭირავს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ბაზრები და ახლა უკვე აფრიკაშიც ვგეგმავთ შესვლას. დეტალებზე დაწვრილებით ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა ეს არის უახლოესი პერიოდის პერსპექტივა, მაქსიმუმ წლის ბოლომდე უკვე აფრიკის ბაზარზეც ვიქნებით წარმოდგენილი“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი სურგულაძე.


ამ დროისთვის ,,კავკასიის ავტოიმპორტში“ 253 ადამიანია დასაქმებული. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ეს არიან მაღალანაზღაურებადი კადრები, რომელთა შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური საშუალო ხელფასია საქართველოში.



,,საქსტატის“ მონაცემით, 2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს შეადგენს.


,,კავკასიის ავტოიმპორტი“ ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია და უპირობო ლიდერია კავკასიის რეგიონში. 17–წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში კომპანიამ მოახდინა 200 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია, ჩამოაყალიბა ფილიალების ფართო ქსელი (42 ფილიალი) საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up