,,კავკასიის ავტოიმპორტმა“ უკრაინაში  ექსპორტი დროებით შეაჩერა და მაღაზიები დახურა

,,კავკასიის ავტოიმპორტმა“ უკრაინაში ექსპორტი დროებით შეაჩერა და მაღაზიები დახურა

access_time2022-03-01 13:30:01

საქართველოში ყველაზე მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანია ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ უკრაინის ბაზარზე ექსპორტს და რეექსპორტსაც ერთდროულად აჩერებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, იმის გამო, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაშია, ოფისები დაიხურა და შესაბამისად ბრუნვაც გაჩერდა.

 

სურგულაძე  დანაკარგზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

 

,,დანაკარგი დიდია, ომის პირობებში უკრაინაში რეექსპორტიც და ექსპორტიც განულებულია. ჩვენ აქედან გაგვყავდა მანქანები უკრაინის ბაზარზე, მაგრამ ასევე პირდაპირ შემოგვქონდა ამერიკიდანაც. ყველა ქვეყანაში გვქონდა ოფისები, მათ შორის, მარიოპოლში. ცხადია, ეს ოფისები დღეს ომის მდგომარეობაშია, ამიტომ ბრუნვაც  გაჩერებულია“, - ამბობს  სურგულაძე.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა შავი ზღვა ჩაკეტა,  ავტომობილების რეექსპორტს ალტერნატიული გზების ძიება მოუწევს,  რასაც გიორგი სურგულაძე არ გამორიცხავს.


 

,,არაფერია გამორიცხული, მათ შორის ისიც, რომ რუსეთმა შავი ზღვა ჩაკეტოს. ამის ალბათობასაც ვუშვებთ. ამ სიტუაციაში მოგვიწევს გაჩერება და  კონტეინერების შენახვა, რომელიც შეიძლება უკვე გზაში იყოს. ამერიკაში რაც არის, ადგილზე შევინახავთ, ეს ეხება უკვე ნაყიდ ავტომობილებს. ერთ-ერთი ვარიანტია თურქეთიც, საიდანაც უკვე სახმელეთო გზით შევძლებთ გადაზიდვებს თუმცა იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ვფიქრობთ, არ უნდა იყოს გრძელვადიანი კონფლიქტი, რუსეთს ისეთი სანქციები დაუწესეს, ვერ გაუძლებს“, - ამბობს სურგულაძე.

 

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვებში უკრაინას 15%-ზე მეტი ეკავა.

რაც შეეხება თანამშრომლებს,  უკრაიანაში მდებარე ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ ოფისებში 70 ადამიანი იყო დასაქმებული. ჯამში, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 280-ს შეადგენს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ეს არიან მაღალანაზღაურებადი კადრები, რომელთა შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური საშუალო ხელფასია საქართველოში.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up