კახა გოგოლაშვილი - უმნიშვნელოვანესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე ლიცენზიის შეჩერება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად აშინებდა

კახა გოგოლაშვილი - უმნიშვნელოვანესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე ლიცენზიის შეჩერება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად აშინებდა

access_time2022-02-23 14:20:00

ჯერჯერობით რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ არის სრული და ახლო მომავალში კიდევ ამოქმედდება ახალი სანქციები. ასევე უმნიშვნელოვანესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე ლიცენზიის შეჩერება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად აშინებდა, - ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული სანქცია ევროპისთვისაც საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ გერმანიამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა.


„როგორც ჩანს, გერმანიასა და აშშ-ს შორის იყო სერიოზული კამათი ამ საკითხზე, რადგან, როგორც გვახსოვს, შოლცი ამ მიმართულებით თავს იკავებდა რაიმე განცხადებებისგან, მაგრამ მალევე დათანხმდა ამ სანქციას. ის შედარებით რბილი სანქციები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რბილი მხოლოდ ერთი შეხედვითაა და რეალურად არც ისე რბილია. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთმა ფრთხილი და ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, რადგან კარგად იცის, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მხოლოდ ნაწილი არის ოკუპირებული. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა განაცხადა, მე ვაღიარებ მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ადმინისტრაციულ საზღვრებში, მხოლოდ იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედის რუსეთის საჯარისო ფორმირებები. თუ მათ სრულიად გადაწყვიტეს აღნიშნულ რეგიონებში ჯარის შეყვანა, როგორც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მაშინ რუსები უკრაინული ჯარის განდევნას შეეცდებიან - ამას მართლა მოჰყვება სერიოზული სანქციები, რადგან ეს იქნება დიდი ომის დასაწყისი. უკრაინელები იქიდან უომრად ნამდვილად არ წავლენ“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.


მისივე თქმით, რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებით უკრაინა, შესაძლოა, პოლიტიკურად უკეთეს მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს.


„შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით უკრაინისთვის უკეთესი ვითარებაც კი იყოს ახლა, ვიდრე მანამდე. პოლიტიკურ კონტექსტში უკრაინა იყო ძალიან რთულ სიტუაციაში - მას ხელი ჰქონდა მოწერილი მინსკი 2-ის შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა ამ რეგიონებში არჩევნების ჩატარებას, იქ სპეციალური სტატუსის მინიჭებას, რეალური კონტროლის დაკარგვას და სრული სუვერენიტეტის მიცემას ამ რეგიონებისთვის, რაც რუსეთის სრული გავლენის ქვეშ აქცევდა მათ. მას არ გაუწყვეტია ეს შეთანხმება, ის რუსეთის მოქმედებების გამო შეწყდა. თუ ეს სტატუსი დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის და საბოლოო ჯამში დონბასი და ლუგანსკი დარჩებიან დამოუკიდებელი, შეიძლება მეორე მხრივად აწყობდეს უკრაინას, რადგან იქ ცხოვრობს 4 მილიონი ძირითადად რუსულენოვანი მოსახლე, რომელიც სრულად პრორუსულია. იქ ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი და პლებისციტი მათ წინააღმდეგ იმუშავებდა“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.



მან ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე.


„დასამალი არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ისმოდა კრიტიკა, თითქოს მათ არ აქვთ მკვეთრი პოზიცია როგორც ამ კონფლიქტთან მიმართებით, ისე ზოგადად რუსეთთან და მის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დადგებოდა ჭეშმარიტი მომენტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მკაფიოდ არჩევა და გამოვლენა თავისი კურსის, თუ ვის მხარეს არის ამ დავაში და ეს მოხდა კიდეც. ალბათ, რუსეთმა გადააბიჯა იმ ზოლს, რომლის იქითაც საქართველოს აღარ შეუძლია ბალანსირება. მისთვის ძალიან რთულია ახლა შუალედური პოზიციის დაკავება და ეს მომენტი მოვიდა და უკვე მკაფიოდ განაცხადეს თავისი პოზიცია. საბოლოო ჯამში, ეს და ნებისმიერი მთავრობა საქართველოში, რომელიც აქამდე იყო, რეალურად სიღრმისეულად პროდასავლურია. შეიძლება ზედაპირულად რაღაც-რაღაცებში უთმობდნენ რუსეთს, მაგრამ ეს დათმობების პოლიტიკა უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.


ის მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნაკლებად სავარაუდო და ეფექტური იქნებოდა. მისი თქმით, საქართველოს საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების გამო არ დაუწესებია რუსეთისთვის სანქციები, ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს იმის გამო, რომ მან აღიარა უკრაინის ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.


გოგოლაშვილმა ასევე შეადარა რუსეთ-უკრაინის ამჟამად არსებული კონფლიქტი და 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.


„უკრაინის შემთხვევაში თავიდან აცილებული იქნა ომი და მთლიანი ტერიტორიის ოკუპირება არ ხდება. უკრაინას იმის სამხედრო პოტენციალი გააჩნდა, რომ ბლიცკრიგი განეხორციელებინა, მაგრამ ეს მათ არ გააკეთეს, რადგან იცოდნენ, რომ ამის უკან დგას რუსეთის ძალა, თანაც საკმაოდ დიდი. უკრაინის ხელისუფლებამ ეს სარისკო ნაბიჯი არ გადადგა, ხოლო სააკაშვილმა ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა - დიდი ძალებით შეუტია. ლეგალურადა ეს სწორი იყო, თუმცა სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, ეს გამართლებული არ აღმოჩნდა. სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა დაეცვა თავისი ქვეყნის ტერიტორია და ცხადია, რომ რუსეთის მხრიდან იყო გამოცხადებული ომი, მაგრამ მან არ შეიკავა თავი კონფრონტაციისგან - ეს იყო უბრალო შეცდომა და არა რაღაც დანაშაული. უკრაინის შემთხვევაში შედეგი არ არის ისეთი დრამატული, როგორიც საქართველოში მოხდა, მაგრამ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჯერ არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი - ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მაშინ დასავლეთი ისე აქტიურად არ იდგა ჩვენს გვერდით, როგორც უკრაინას უდგას გვერდით უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო რთული იყო“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up