კახა გულედანი ბაღების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო

კახა გულედანი ბაღების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო

access_time2022-09-03 19:30:46

დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სააგენტოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.


დედაქალაქს სექტემბერში ერთი ახლადაშენებული და ერთიც რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება. N88 საბავშვო ბაღი აღსაზრდელების პირველ თაობას 15 სექტემბერს მიიღებს. 230 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს და ამ უბნისთვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აქამდე არასოდეს ყოფილა. პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.


თბილისის მერის მოადგილემ რეაბილიტირებული N155 საბავშვო ბაღიც დაათვალიერა. შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, სადაც, ექსპერტთა დასკვნით, სააღმზრდელო დაწესებულების ფუნქციონირება დაუშვებელი იყო. განხორციელდა რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი - შენობა ადაპტირდა შშმ პირთათვის, მოეწყო ბავშვთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, აშენდა დამატებითი ფლიგელი და კეთილმოეწყო ეზო. ორი წლის განმავლობაში ალტერნატიულ ფართში გადასული კონტინგენტი 15 სექტემბრიდან საკუთარი ბაღის კედლებში დაბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტზე სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 495 000 ლარი დაიხარჯა.



კახაბერ გვანცელაძემ მერის მოადგილეს მიმდინარე პროექტიც გააცნო. კერძოდ, N130 ბაგა-ბაღი მოქმედია და ახალი შენობა მის თავისუფალ ტერიტორიაზე აშენდა. ამჟამად, კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ბაღის აღსაზრდელები ახალ შენობაში მომავალ წელს გადავლენ. პროექტის ბიუჯეტი 3 646 118 ლარია.


მთაწმინდის, ისნისა და სამგორის რაიონებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მერის მოადგილესთან და სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, რაიონების გამგებლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმაც დაათვალიერეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up