კახა კალაძე - თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს

კახა კალაძე - თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს

access_time2022-05-25 13:05:46

15 ივნისიდან ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - თუ გვინდა, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რეაბილიტაციის შედეგად ქუჩა სრულად ჩაიკეტება, რათა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კუმუნიკაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

 

„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი შეთანხმებული გვაქვს, კონტრაქტორი კომპანია გვყავს და სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა. ამ პერიოდში სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას. ჩვენ მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს ვერ განვახორციელებთ, გვინდა ძირეულად იყოს მოწესრიგებული. განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობას, ათეულ წლებს გაუძლოს.

 


ზოგადად, დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ყველგან ვცდილობთ ეს ყველაფერი გამოსწორებული იყოს. რა თქმა უნდა, ამას თან მოჰყვება გარკვეული დისკომფორტი, რისთვისაც პირადად, მე თბილისელებს ბოდიშს ვუხდი, გარკვეული შეზღუდვები და დისკომფორტი იქნება, მაგრამ ჩემო მეგობრებო, სხვანაირად შეუძლებელია საუბარი განახლებაზე, ფიქრი წარმატებასა და წინსვლაზე.

 

როდესაც ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში ყველას მოგვწონს, როგორ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, რომელიც იქნება. ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის, ყველას ქალაქია.

 

ის, რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. ასე, რომ თუ რაიმე დისკომფორტი იყო, ამის ატანა მოგვიწევს, სხვანაირად შეუძლებელია. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს და გზის ჩაკეტვა არ მოგვიწიოს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს, პრობლემა არ არის“, - აღნიშნავს კალაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up