კახა კალაძე - ავარიული სახლები ინვესტორებთან ერთად რომ ჩაგვენაცვლებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა

კახა კალაძე - ავარიული სახლები ინვესტორებთან ერთად რომ ჩაგვენაცვლებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა

access_time2021-09-12 16:00:38

ავარიული სახლები ინვესტორებთან ერთად რომ ჩაგვენაცვლებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრის დროს განაცხადა.

მან მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ ავთანდილ ცინცაძის კანდიდატურას, რადგან დედაქალაქის საკრებულოს სწორედ მისნაირი კომპეტენტური ადამიანები სჭირდება.

„ავთოსნაირი კომპეტენტური ადამიანები გვჭირდება დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომ საკრებულოში უმრავლესობით ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ვემსახუროთ თბილისს და კიდევ უფრო კარგი პროექტები განვახორციელოთ, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

„ზოგ სახლს ავარიულობის ისეთი ხარისხი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი ოჯახები ქირით გვყავს გაყვანილი და ამაში მილიონებს ვხარჯავთ. ასევე, უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზე. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 6-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება, - აღნიშნა კახა კალაძემ.


წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სანამ რაიმე პროექტს დავიწყებთ, იმ პრიორიტეტებს ვითვალისწინებთ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ეს არამხოლოდ ვაშლიჯვრის, არამედ მთელი ქალაქისთვის განტვირთავს მოძრაობას. ზოგადად ვაშლიჯვარი მჭიდრო დასახლებაა. სადაც კი პატარა ხელჩასაჭიდი გვექნება, იქ აუცილებლად მოვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეს, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა, სარაჯიშვილის ქ. 31-ში შედგა, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორია 2020 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ვინაიდან, ვაშლიჯვრის დასახლება მჭიდროდ განაშენიანებულია, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიის აუცილებლობის საკითხი. აქედან გამომდინარე, შედგა შეთანხმება და ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადასცა ეს ტერიტორია. შედეგად, აღნიშნულ ადგილას (15 000 კვ.მ) გაშენდება პარკი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე, როგორც ვაშლიჯვრის, ასევე, სოფელი დიღმის მცხოვრებთათვის.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე, იმყოფებოდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up