კახა კალაძე: ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია

კახა კალაძე: ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია

access_time2022-02-23 12:40:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.


როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2009 წელს არის გაცემული.


კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის დროს მეპატრონეებთან კომუნიკაცია მოხდა, თუმცა, მათ ისევ ძველი პროექტის განხორციელება განაგრძეს, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტმა მშენებლობა შეაჩერა.


„ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხზე რამდენჯერმე ვისაუბრე. ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული. მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა, ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთან კომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა არსებულ ურბანულ განვითარებაში, თუმცა, მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტობრივად, იგივე პროექტს ახორციელებდნენ. რეაგირება მაშინვე მოვახდინეთ. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება კანონიერი რეაგირება, რათა კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი მოქცეული. ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, მშენებლობა შეჩერებულია. ოპოზიციონერების ნაწილი კი საზოგადოებას არწმუნებს და აქვთ მცდელობა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. კონკრეტულად ამას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად. ეს ადამიანი ყოველთვის სიცრუით არის დაკავებული და ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ამაში არაერთხელ იქნა მხილებული. ყოველთვის სათანადო ადგილს მივუჩენთ ასეთი ქმედებების გამო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ობიექტის მესაკუთრესთან კიდევ ერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და არქიტექტურის სამსახურში უკვე ახალი პროექტი აიტვირთა.



„აღნიშნული ობიექტის მესაკუთრესთან კომუნიკაცია არაერთხელ გვქონდა და საბოლოო ჯამში, მოხდა პოზიციების შეჩერება. გუშინ არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე აიტვირთა ახალი პროექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კონცეპტუალური კონსენსუსი მიღწეულია. ზოგადად, როცა ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებით, ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებთ, რაც ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესსექტორისთვის დამაზიანებელი იქნება. ყოველთვის ვცდილობთ, მოხდეს საკითხების შეჯერება და გადაწყვეტილება მივიღოთ ისეთი, როგორიც ურბანული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ამასთან, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სასტუმროს ახალი პროექტის ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება.


„ახალი პროექტის მიხედვით, ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება. ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო დამატებით იმსჯელებს. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. 2017 წლიდან მოყოლებული ასე იყო, ასეა დღესაც და მომავალშიც ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვაქვს მე და ჩემს თანაგუნდელებს ამხელა მხარდაჭერა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ ნდობის ფარგლებში, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოგვიცხადა, ღირსეულად ჩავამთავროთ ეს ვადა. ქალაქისთვის კი ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up