კახა კალაძე: ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამისთვის ყველაფერი თანმიმდევრულად კეთდება

კახა კალაძე: ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამისთვის ყველაფერი თანმიმდევრულად კეთდება

access_time2022-02-07 09:40:00

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამისთვის ყველაფერი თანმიმდევრულად კეთდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„2017 წელს საუბარი დავიწყეთ, რომ სატრანსპორტო რეფორმა შედგება ბევრი კომპონენტისგან და ყველაფერს მივყვებით და თანმიმდევრულად გავაკეთებთ. რაც შეეხება აბონიმენტებს, რომელიც 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეის მდგომარეობით 35 ათასზე მეტი აბონიმენტია გაყიდული და ჭარბობს ერთ თვიანი და ერთ წლიანი პაკეტები. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე მეტად მოიხმარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

რაც შეეხება პაკეტებს, მათ ღირებულებაც დაანგარიშების შედეგად მივიღეთ. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა, საშუალოდ შეადგენდა 40-დან 43-ლარამდე. დღეს თვიური აბონიმენტი არის დაახლოებით 40 ლარი, დაახლოებით 80-ჯერ უწევდა ადამიანს გადახდა. ეს ყველაფერი რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ძალიან მარტივად ვნახავთ, რომ 50 თეთრზე დაბალი გამოდის ტარიფი ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.


ასევე მინდა გითხრათ, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ სისტემაში არ იყო ჩართული მიკროავტობუსები, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 400 ათასი ადამიანი გადაადგილდება. ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს მიკროავტობუს და მეტროს. ამ ადამიანებს უწევდათ 80 თეთრის გადახდა მხოლოდ მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში. თუ ისინი იცვლიდნენ ტრანსპორტს, მაშინ გამოდიოდა 1, 30 ლარი, მხოლოდ ერთი მიმართულებით. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს შეღავათიანი ტარიფები - პენსიონერები, სტუდენტები, შშმ პირები, დაახლოებით 400 ათასზე მეტ ადამიანს აქვს შეღავათი - 10, 20 თეთრიანი და უფასო მგზავრობები. ეს ადამიანები წინა სისტემის შემთხვევაში, ამ შეღავათებს იყენებდნენ მხოლოდ მეტროსა და ავტობუსში. ამ ცვლილებებით ამ შეღავათებში შევიდა მიკროავტობუსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up