კახა კალაძე: მივმართავთ პარლამენტს ინიციატივით, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობამ აღსრულების პროცესი აღარ შეაფერხოს

კახა კალაძე: მივმართავთ პარლამენტს ინიციატივით, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობამ აღსრულების პროცესი აღარ შეაფერხოს

access_time2022-02-09 12:20:00

უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი.

„ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს ერთი პრობლემა - მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა. შესაბამისად, მინდა მივმართო ინიციატივით პარლამენტს, რათა იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აღსრულების პროცესს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად გატარებულ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არცერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

„კარგად იცით, რომ მერიაში ჩემი მოსვლის დღიდან, არაერთი ღონისძიება გავატარეთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ: განვახორციელეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გავზარდეთ ჯარიმები დარღვევებზე - 3 000-დან 12 000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას.


რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამ მშენებლებს ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სამომავლოდ უკანონო მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი უკანონო მშენებლობა არ დარჩენილა რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების გამო გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა წარმოადგინა.

„ოთხი წლის განმავლობაში, 4 200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 3 500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. 2014-2017 წლებში, 3 400 დარღვევა იქნა გამოვლენილი და დაიწერა 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კრიტიკას არ მივიღებთ. ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებას მივმართეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up