კახა კალაძე: როდესაც ხდება მიწების დატაცება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ

კახა კალაძე: როდესაც ხდება მიწების დატაცება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ

access_time2020-12-16 11:47:19

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მომრავლდა სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცების ფაქტები, რასაც კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სამგორის რაიონში, მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს, რომლის დემონტაჟიც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის სრული დაცვით, გუშინ დაიწყო.

„ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს ბევრი უბანი და რაიონი, სადაც მიწების უკანონოდ დატაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება მიმდინარეობს. სრული პასუხუსმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, არცერთ შენობაში მოქალაქეები არ ცხოვრობდნენ. ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც ასევე, მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ იმ ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობდა - ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევრად იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, რეაგირება არ მომხდარა. შესაბამისად, ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების დატაცება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იმ ოჯახებს შორის, რომლებიც სახელმწიფოს მიწაზე უკანონო მშენებლობას ახორციელებს, სოციალურად დაუცველების გარდა, არიან ისეთი მოქალაქეები, რომელთაც თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონება უფიქსირდებათ.

„გუშინ მამა-შვილის ძალიან მძიმე ფოტოსურათი გავრცელდა, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ჩვენ ამ მამა-შვილს საცხოვრებელი სახლი დავუნგრიეთ, რაც სრული სიცრუეა. როდესაც ხდება მიწების დატაცება, რა თქმა უნდა, მათ შორის, ბევრი მართლაც გაჭირვებული და სოციალურად დაუცველია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიწების მიტაცებითა და შემდეგ შენობა-ნაგებობების განთავსებით, „ხელს ითბობენ“. ჩვენ ამ თემას ბოლომდე ჩავყვებით, რადგან არიან მოქალაქეები, რომელთაც თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ. ხაზს ვუსვამ, რომ ამ მოქალაქეებში არიან ისეთი ოჯახები, ვინც მართლაც სოციალურად დაუცველები არიან და უჭირთ, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც მიწების დატაცებით „ხელს ითბობს“.


კერძოდ, მოქალაქე შ.ჯ. მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ფლობს ოთხ მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 000 კვ. მეტრი სახნავ-სათესი მიწა; მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას. ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში, სოფელ ლეღვანში ფლობს 1 255 კვ. მიწის ნაკვეთს; მოქალაქე დ.ტ. თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3 302 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; მოქალაქე ვ.ფ. თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვადრატულ მეტრ ბინის ფართს; მოქალაქე გ.მ. თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს, მამას აქვს 568 კვ. მეტრი ფართი ამავე დასახლებაში; მოქალაქე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1 300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებს შესაბამისი სამსახურები სრულყოფილად მოიკვლევენ.

„რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი მოკვლევა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე. ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და იმ ოჯახებს, რომელთაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიზნესსექტორის ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც ამ რთულ პერიოდში დედაქალაქის მოსახლეობას გვერდით უდგას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up