კახა კალაძე საცობებზე: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გარეშე, ქალაქის განვითარება შეუძლებელია

კახა კალაძე საცობებზე: მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გარეშე, ქალაქის განვითარება შეუძლებელია

access_time2022-09-21 12:40:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და საცობების მატება შეინიშნება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დისკომფორტის გარეშე მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს.



„საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქში საცობების საკითხი და ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება და რატომ არის ასეთი ვითარება, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი მარტივია - ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ცენტრალურ ქუჩებში საცობებია და გადაადგილება გართულებულია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო, ორ მნიშვნელოვან გამზირზე - მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამას თან ახლავს დისკომფორტი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ხალხს, რადგან კარგად ვიცი, თუ რა პირობებში გაატარეს ზაფხული. აქ დღე და ღამე მიმდინარეობდა სამუშაოები. იყო ხმაური, მტვერი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მათ. ისინი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდნენ, რადგან იციან, ეს კეთდება ჩვენი ქალაქის და ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




მისივე განმარტებით, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება.



„ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, პირველი დაპირება, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, შესრულდა და თბილისს სრულად განახლებული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შემდეგ ეტაპზე კი მოქალაქეებმა ამ ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ უნდა შეძლონ.



„როდესაც სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ვართ თანმიმდევრულები. პირველი გავაკეთეთ ის, რომ დაპირება შესრულდა - საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა და ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვყავს. ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა. როგორც ქალაქის მერს, მეამაყება, რომ დედაქალაქს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული ტრანსპორტი ჰყავს. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ამ ტრანსპორტით მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ, ასევე, მოცდის დრო შემცირდეს. ეს ყველაფერი გაკეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები თუ არ გაჩნდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ცხადია, ყველა ქუჩაზე ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე, სადაც კვლევები გვიჩვენებს, რომ აუცილებელი და შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია ქალაქის განვითარება. მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები. თუ ვინმე გვასწავლის, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია ისე, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს, რჩევებს მივიღებთ. ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როცა სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი ყველანაირად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up