კახა კალაძე: თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედი ქსელის დახვეწისთვის საჭირო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს

კახა კალაძე: თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედი ქსელის დახვეწისთვის საჭირო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს

access_time2022-04-13 12:50:00

საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელზე დაკვირვებას თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, რათა აღმოიფხვრას მცირე ხარვეზები, რომელიც გამოვლინდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და მის შედეგებზე ისაუბრა.



„როგორც იცით, დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. მოგეხსენებათ, გასულ წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მონაწილეობით, დასრულდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა, რომელზე დაყრდნობით, შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადებისა და მოქალაქეთა მობილობის საჭიროებათა გათვალისწინებით, დაიგეგმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, რომელმაც ერთ სატრანსპორტო და სატარიფო სისტემაში გააერთიანა აქამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი მიკროავტობუსები, ავტობუსების ქსელი და თბილისის მეტროპოლიტენი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე განცხადებით, რეფორმის ძირითადი ეტაპის შემდეგ, ახალი ქსელის დანერგვამ შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, ქალაქის სხვადასხვა რაიონში იმ უბნების ქსელში ჩართვით, რომელსაც აქამდე არ ემსახურებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი.




„სამწუხაროდ, იყო ისეთი უბნები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა, ან ძალიან დიდი იყო მოცდის დრო - ერთი საათი უწევდათ მოქალაქეებს ლოდინი. ჯამში, საუბარია ამგვარ მიკროავტობუსის 46 და ავტობუსის 17 მარშრუტზე. ამავე მიზნით, დამატებით, დაგრძელდა 13 მარშრუტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, პირველი თებერვლიდან, ახალი მარშრუტების პარალელურად, ამოქმედდა სააბონემენტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვავადიანი სააბონემენტო ბარათებით, მათი საჭიროების მიხედვით. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად, საათ-ნახევრიანი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი გავრცელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაზე.



„რეფორმამ შესაძლებელი გახადა, მარშრუტების ოპტიმიზაციის შედეგად, მიგვეღო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური მოლოდინის დრო მოძრაობის პიკურ პერიოდში შემცირდა 15 წუთამდე. ამ მიმართულებით, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. კონკრეტულ ქუჩებზე სპეციალური ზოლები გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება და დროულად მისვლა დანიშნულების ადგილზე. ქსელის დანერგვის პარალელურად, უკვე დასრულდა ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკის განახლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეზღუდული ტევადობა, თუმცა, რეფორმის ეს საფეხურები, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო ეტაპი. იცით, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც ტრანსპორტის აღნიშნულ ქსელს აქვს, აუცილებლად გამოსწორდება.



„ამ ყველაფერს რატომ ვლაპარაკობ: ჩვენ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური რეფორმის განხორციელება. ცხადია, ყველა რეფორმას აქვს თავისი ხარვეზი და ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმასაც შეიძლება გარკვეული ხარვეზები ჰქონოდა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი ან მარშრუტს სჭირდება დაგრძელება. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება არსებულ ქსელზე, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა - ახალი ქსელის, ახალი მიკროავტობუსის დამატება, დამატებითი ავტობუსის გაშვება კონკრეტულ მარშრუტზე და ა.შ. ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც დღეს არსებობს, იქნება გამოსწორებული. ყოველდღიურად მიმდინარეობს დაკვირვება იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კონფორტული და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. ამ რეფორმის ფარგლებში გავაგრძელებთ ზედამხედველობას და სადაც პრობლემა იქნება, მაშინვე მოხდება ჩარევა და პრობლემის გამოსწორება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up