კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს შეხვდა

კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს შეხვდა

access_time2022-09-27 16:20:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე, ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


დედაქალაქის მერმა ფონ გრაფენრიდს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს.


„მიხარია, რომ ჩვენს ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე პრაქტიკაში სრულდება. გვაქვს შესაძლებლობა, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ვიზიტი „თბილისობის“ დღეებს ვერ დაემთხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოახდენს. დღეს და ხვალ გვექნება საშუალება, ერთად დავათვალიეროთ დედაქალაქის კონკრეტული ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თავის მხრივ, ბერნის მერმა თბილისელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანი საკითხია.


„მიხარია, რომ ქალაქებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სრულდება და ერთმანეთისთვის ნარჩენების მართვის კუთხით, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ქალაქი ნამდვილად მოგვეწონება - ქალაქი, რომელიც სავსეა ისტორიითა და კულტურით. ჩამოვედი მხარდაჭერის გამოსახატად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ ინფრასტრუქტურის თემას. ინფრასტრუქტურის განვითარება ხალხის კეთილდღეობისთვის ამოსავალი წერტილია. გვაქვს გეგმები, როგორ გავაუმჯობესოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ბერნის მერმა.


თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ გააცნეს, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა შეიმუშავა.


ორმხრივ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე, ბერნის ნარჩენების მართვის საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბით ამანი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია დაესწრნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up