კახა კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული

კახა კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული

access_time2022-03-21 10:50:00

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება და ყველაზე მნიშნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს.

„ზედა წყნეთში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. პარასკევს დაიწყო თოვა და დღესაც არ გადაუღია. ამ დღეების განმავლობაში, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, დაწყებული გვაქვს ასევე, მეორადი ქუჩების მოწესრიგება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. ტექნიკა მუშაობს. სრულად გაწმენდილია ბეთანიაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა იყოს მოწესრიგებული.

„მინდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სამუშაოებში, ასევე, კონტრაქტორი კომპანიები, ვინც ტექნიკით უზრუნველყოფას აკეთებს. თუ არის დარჩენილი ისეთი მეორადი ქუჩები, სადაც ჯერ მოვახერხეთ შესვლა, ამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან „თბილსერვის ჯგუფი“ მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული. პატარა ტრაქტორებით შევდივართ მეორად ქუჩებზე და ვაწარმოებთ მათ გაწმენდით სამუშაოებს. მეორად ქუჩებზე არის პატარ-პატარა პრობლემები, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ყველა ქუჩაზე შესვლა, ყველა პატარა ქუჩის და ჩიხის მოწესრიგება. ამდენი ტექნიკაც არ არსებობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კი განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს ასევე მერიის ცხელი ხაზის, რათა შემოსულ შეწყობინებებზე რეაგირება მაქსიმალურად მოხდეს.

„მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველა შემოსული შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მივიდეთ ყველა მოსახლესთან და მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულიაც იმყოფებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up