კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის

კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის

access_time2021-11-08 16:00:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას აქვს წინადადება, ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილი, შესაბამისად, მსგავსი მონუმენტის მოწყობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად.



„ვაკის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. თუმცა ქალაქისთვის მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია პარკის ძირითადი კონცეფცია. ათწლეულების განმავლობაში ეს ტერიტორია ადამიანებისთვის, არამხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის ფუნქციას ასრულებდა, არამედ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებთან დაკავშირებული ერთიანობის მემატიანეა.



ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად. ამავდროულად ისტორიულ ექსკურსს მოიაზრებს და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




კახა კალაძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან, გაიმართება შეხვედრები, მსჯელობა და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი მონუმენტი გაკეთდეს.



„აღნიშნული მიზნით, გამოცხადდება კონკურსი და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესაბამისი წინადადების წარმოდგენა. ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოება, დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მათი მოსაზრებების მოსმენა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ჩვენს გმირებთან დაკავშირებით, მომავალმა თაობებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ. საოცარი ისტორიებია მათი ბრძოლისუნარიანობის და თავგანწირვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



მისივე თქმით, მონუმენტის მოწყობა შესაძლებელი იქნება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, რაც გულისხმობს ცენტრალური შადრევანის და კასკადის რეაბილიტაციას.



ამასთან, ვიდეოჩართვისას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გმირების მონუმენტის მოწყობის პროცესში აუცილებელი იქნება იმ მაგალითების გამოყენება, რაც მსოფლიოში არსებობს.



„გვაქვს მსოფლიოში ამის ბევრი კარგი მაგალითი, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ეს არ იქნება გარკვეულ დროსთან დაკავშირებული. ჩვენი ისტორია სავსეა მსგავსი მოვლენებით და პიროვნებებით. იმისთვის, რომ საუკეთესო მონუმენტი მივიღოთ, საზოგადოების ჩართულობაა აუცილებელი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მონუმენტი და უნდა ატარებდეს ისტორიულ ხასიათს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up