კახა კალაძემ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები თაღლითებად მოიხსენია

კახა კალაძემ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები თაღლითებად მოიხსენია

access_time2021-08-30 15:34:34

თბილისის მერი ელიავას ბაზრობის მესაკუთრეების თაღლითებს უწოდებს. კახი კალაძის განმარტებით, პრეტენზიები და მოთხოვნები, რომლებიც კომპანიას აქვს, არის უსაფუძვლო და ქალაქისთვის ზიანის მომტანი.

კალაძის თქმით, სამუშაო შეხვედრები და მოლაპარაკებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ელიავაზე მომუშავე ადამიანებისთვის ნორმალური, კომფორტული სივრცე არ აშენდება.

„ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც, პირველ რიგში, ქალაქის ინტერესებშია, რაც თბილისელების ინტერესებშია, ვიღაც გარკვეული მოთაღლითო ტიპის მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. მათ 2014 წელს ჰქონდათ წარმოდგენილი კატასტროფული გეგმა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქის ინტერესებს, რაზეც მიიღეს უარი და გასაჩივრებული ჰქონდათ სასამართლოში, უზენაესმა დააბრუნა და თქვა, რომ განიხილოს საკრებულომ, საკრებულომ უარი განაცხადა და პროექტი არ განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული პირები მოუწოდებენ თბილისის მერს, კომპანიას მოლის აშენების უფლება მისცეს, რათა მათ უფრო კომფორტულ პირობებში იმუშაონ.

ელიავას რეგიონული მოლის მეწილეებმა რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის მერს მიმართეს განცხადებით, რათა ელიავას ბაზრობაზე დიდი შენობის აშენების უფლება დაერთოთ, სადაც ყველა პერსონალი განთავსდებოდა, რაზეც უარი მიიღეს.



ელიავას ბაზრობის მფლობელები 2017 წელს აცხადებდნენ, რომ ხემოხსენებულ პროექტში 300 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას აპირებდნენ. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ 15 000 მოვაჭრის ქალაქგარეთ გადაყვანის იდეას.


tvpirveli.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up