კახა კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ თბილისის მერიამ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა

კახა კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ თბილისის მერიამ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა

access_time2022-02-14 10:00:00

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ფლობს მიწას, კერძო მესაკუთრეა და უკანონო მშენებლობას საკუთარ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს. მუნიციპალიტეტს კანონით არანაირი უფლება არ აქვს, მივიდეს და დემონტაჟი განახორციელოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა „იმედის კვირასთან“ უნებართვო მშენებლობებზე საუბრისას განაცხადა.


კახა კალაძის თქმით, 2017 წელს როდესაც უნებართვო მშენებლობების კუთხით დაიწყეს მუშობა, ბევრი პრობლემა იყო. კატეგორიების მიხედვით ჯარიმა მინიმალური იყო და 3 ათასიდან 12 ათას ლარამდე მერყეობდა.


„ვინც უკანონობას სჩადიოდა. მათ უღირდათ ამ თანხის გადახდა, რადგან შემდეგ უკანონო მშნებლობეებს ჩვეულებრივ აგრძელეებდნენ“, - დასძინა კალაძემ.


მისივე განცხადებით, შემდეგ ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. შედეგად, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურმა 2017 წლიდან დღემდე კერძო მშნებლებს უკანონო მშნებლობებისთვის 80 მლნ ლარის ჯარიმა დააკისრა.



„რა თქმა უნდა, ამანაც ვერ შეძლო უკანონო მშნებლობების გაჩერება და პარლამენტის მხარდაჭერით, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა წარვადგინეთ. ეს არის უკანონო მშნებლობების სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკანონო მშნებლობები შევაჩეროთ.


როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშნებლობის განხორციელება, ჩვენ გვაქვს პირდაპირ ვალდებულება, განვახორციელოთ დემონჟი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ფლობს მიწას, კერძო მესაკუთრეა და უკანონო მშენებლობას საკუთარ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს. მუნიციპალიტეტს კანონით არანაირი უფლება არ აქვს, მივიდეს და დემონტაჟი განახორციელოს. ამას კონკრეტული ოპოზიციური მედიასაშუალებები, ჩვენი ოპონენტები მიზანმიმართულად იყნებენ, საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების სახით“, - განაცხადა კალაძემ.


უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ თბილისის მერიას კიდევ ერთი ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც, უკანონო მშენებლობა შეჩერდება მაშინაც, თუ მისი მწარმოებელი ჯარიმის შეტყობინებას არ ჩაიბარებს. პროექტი უკვე პარლამენტშია და ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე მუშაობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მალე დაიწყებენ.


„გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი აქტის ჩაბარება არ ხდება იმ კონკრეტული საამშენებლო კომპანიების მხრიდან, რომელთაც უკანონო მშნებლობები აქვთ. აღნიშნული ცვლილების შედეგად შესაბამისი სამსახური მიიტანს ამ სამართლებრივ აქტს და საამშნებლო ღობეზე გამოაკრავს. ეს ჩაითვლება ჩაბარებულად, რაც საშუალებას მოგვცემს, დარღვევის ათვლა დავიწყოთ და ყველაფერი შესაბამისობაში მოვიყვანოთ“, - აღნიშნა კალაძემ.


imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up