კახა კუჭავა: 10-10 კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას კაცობა ჰქვია?! ან ვაჟკაცობაში თვლიან?! ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?!

კახა კუჭავა: 10-10 კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას კაცობა ჰქვია?! ან ვაჟკაცობაში თვლიან?! ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?!

access_time2021-07-06 14:10:00

განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა - ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.


მისი თქმით, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე.


„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო, ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით სიტყვას მაგრამ, არავითარი მაგრამ! არ შეიძლება, იმის გამართლება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა - ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ კადრები რაც ვიხილე, შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს მკაცრად გაკრიტიკებული. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება?! ეს ყოვლად მიუღებელია. ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯია - მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ოფისების დარბევის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება იყოს რამენაირად გამართლებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. არსებობს კადრები და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. მსურს, მოსახლეობამ, პირველ რიგში, იხილოს თუ რაოდენ გამჭვირვალე იქნება გამოძიება. ეს ვერც დაიმალება, კადრებზეა ყველაფერი ასახული. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას და რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებას ამ ქმედებებზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.




imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up