კახა ოქრიაშილი განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშილი განცხადებას ავრცელებს

access_time2022-03-29 15:55:44

ბიზნესმენი კახა  ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებ და წერს, რომ თუ კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას გავაგრძელებთ, ხვალ რუსეთი ისევ მოგვადგება და გვეტყვის, დამოუკიდებლები არ უნდა იყოთო. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


კობახიძე-ივანიშვილის განცხადებით, (რადგან ბატონი კობახიძე ბატონი ივანიშვილის გამხმოვანებელია და სხვა არაფერი!) მას მერე, რაც საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს დაიწყო სამოქალაქო ომი. დსთ-ში შესვლა იგივეა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ანუ დამოუკიდებლობის დათმობა. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, ის რუსეთის ინსპირირებულია. სამოქალაქო ომი წამოიწყეს ეროვნებით ქართველმა რუსეთის აგენტებმა, რუსეთის დაკვეთით. სამწუხაროდ, კანონიერად არჩეული ხელისუფლება სუსტი  აღმოჩნდა და ვერ გასწია სათანადო წინააღმდეგობა.


კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავყვებით, როცა საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, მალევე, 1921 წელს, რუსეთის წითელ არმიას წინ ისევ მოღალატე ქართველები  შემოუძღვნენ და თურმე, ჩვენ არ უნდა გვეომა!   ამ ლოგიკის შედეგად, ქართველებს არ უნდა ებრძოლათ კოჯორში და არც არავინ დაიღუპებოდა, არც ქვეყნის სუვერენიტეტი გვექნებოდა და არც სიამაყე. თუ ჩვენს მდიდარ ისტორიას გადავხედავთ, ჩვენი ხალხის წინამძღოლები, მეფეები, მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომაც ვარსებობთ დღემდე და თავს ვიწონებთ, როგორც ამაყი, მებრძოლი, დამოუკიდებლობისმოყვარე ერი.


კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავაგრძელებთ, ხვალ რუსეთი ისევ მოგვადგება და გვეტყვის, დამოუკიდებლები არ უნდა იყოთო. ეს  უკვე არაერთხელ გააჟღერა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ იმპერიაში ლენინის ნაციონალური თვითგამორკვევის რეფორმა შეცდომა იყო და არარუსული რეგიონები გუბერნიებად  უნდა დარჩენილიყვნენ. ხვალ, მტერი რომ მოგვადგეს და გვითხრას, ერთიანი საქართველოი კი არა, თბილისის და ქუთაისის გუბერნიები ხართ და მმართველად ვორონცოვს, პასკევიჩს ან კობახიძეს დაგინიშნავთო,  „ოცნება“ ხელს დიდი სიამოვნებით მოაწერს და ამას არც მალავენ საკუთარ გამონათქვამებში.


 

რა არის დასკვნა - ჩვენ გვყავს მოღალატე მთვარობა! თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, როგორ შემოგვაპარეს პარლამენტში გავრილოვი, როცა რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, ნათელია, რომ ხელისუფლებაში მოღალატეები გვყავს! ამ პატარა მოღალატეობრივ ჯგუფს, სამწუხაროდ, ემსახურება უამრავი ადამიანი, რომელიც გაერთიანებულია „ქართულ ოცნება“-ში. 



 

მეტიც - „ოცნების“ ლიდერები თავს იწონებენ, რომ 2012 წლიდან საქართველოში ომი არ ყოფილა და ვითომ, მათ გადაარჩინეს ქვეყანა. სინამდვილეში,  2018 წლის შემდეგ, ისინი აყალბებენ არჩევნებს, რაც ომზე უარესია! დიახაც, საქართველოში ომია, რადგან ისინი ებრძვიან და ცდილობენ გაანადგურონ ნებისმიერი ქართველი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათ მილიონამდე ქართველი აიძულეს, ლტოლვილის სახით  გასულიყო საქართველოდან, რაც არცერთი ომის პერიოდში არ მომხდარა. „ქართული ოცნება“ რუსეთის საამებლად ებრძვის საკუთარ ხალხს და ასაღებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვიან !

 

 

დღეს საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და დაპირისპირება პიკს აღწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირებული  მხარეები მზად არიან, ხელში იარაღი აიღონ და სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღონ. ვინ არის პასუხისმგებელი ამ პოლარიზაციაზე?! „ოცნების“ ხელისუფლება და ბიძინ- კობახიძეები!

 

ხშირად ამბობენ, რომ „ოცნება“ პრორუსულია. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ პროევროპულები არიან, ვიღაცების თქმით კი - პროქართულები. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ბიუჯეტის ქურდები არიან და ქურდობის პრივილეგიას პროევროპულ სივრცეში, ევროპული ღირებულებებით, ვერ შეინარჩუნებენ. როცა ხელისუფლება ქურდავს და აუბედურებს საკუთარ მოსახლეობას, ის პროქართული ვერ იქნება. ამიტომ გამოდის, რომ „ოცნება“ პრორუსულია, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სივრცეში აქვს შესაძლებლობა, იქურდოს და გაატყაოს საკუთარი მოსახლეობა!

 

ნებისმიერი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყანა და უზრუნველყოს მშვიდობა. ეს ამოცანა მიიღწევა შემდეგით: 1. საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. 2. ძლიერი ეკონომიკის შენება. 3. ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობა. ამ სამი პუნქტიდან რომელი შეასრულა  არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“?!

 

წადით, რა !   წერს ბიზნესმენი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up