კახა ოქრიაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, „ოცნება“ კარგავს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს, რაც „გორბი“-მაც აღმოაჩინა, მაგრამ არ გამოაქვეყნა

კახა ოქრიაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, „ოცნება“ კარგავს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს, რაც „გორბი“-მაც აღმოაჩინა, მაგრამ არ გამოაქვეყნა

access_time2022-06-15 14:02:51

პატრია “პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. კომერსანტი ბიზნესმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

“პრეზიდენტის განცხადებასა და გორბის კვლევას შორის იკვეთება პირდაპირი კავშირი. ბატონი ივანიშვილის „ოცნებამ“, ბოლო ერთი თვეა, გახსნა საინფორმაციო ფრონტი ევროკავშირის წინააღმდეგ. თუ „ოცნებას“ გულწრფელად სურს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, მომავალი მთავარი პარტნიორის წინააღმდეგ მის მიერ პროპაგანდისტული ომის გაჩაღება ლოგიკას მოკლებულია. აშკარაა, „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამ თამაშში ჩაბმულ ივანიშვილს გამოეპარა მთავარი   გარემოება: საკუთარი ამომრჩეველი დააყენა არჩევანის წინაშე - ან ევროპა, ან ივანიშვილი.

 

შედეგად, ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, „ოცნება“ კარგავს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს, რადგან მათივე მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი.  ეს „გორბი“-მაც აღმოაჩინა, მაგრამ არ გამოაქვეყნა და ამ ფაქტს სხვა მიმდინარე კვლევებიც ადასტურებს. ასევე, არ გამოაქვეყნეს პასუხი კიდევ ერთ კითხვაზე - ივანიშვილმა რომ მოუწოდოს ქართველ ხალხს მეორე ფრონტის გახსნისკენ, დაეთანხმებიან, თუ არა. პასუხი ასეთია: მოსახლეობის 99%-ზე მეტს არ სურს ომი და არ აქვს მნიშვნელობა, ამისკენ ვინ მოუწოდებს, თუნდაც ეს იყოს ივანიშვილი.

 


პრეზიდენტის გამოსვლა და 16 ივნისს დაანონსებული მიტინგი ემსახურება „ოცნების“ გამოაშკარავებული პრორუსულობის გამო დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებას. ეს მორიგი თაღლითური სვლაა პოლიტიკაში. ვფიქრობ, არც საქართველოს მოსახლეობა და არც ევროპული საზოგადოება აღარ მოტყუვდება.

 

დასკვნა, რომელიც 17 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს, უკვე დაწერილია და 16 ივნისის მიტინგი მასზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ბატონმა ივანიშვილმა არ გაატარა შეთანხმებული და მოთხოვნილი დემოკრატიული რეფორმები და ამით ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. იმედს ვიტოვებ, ევროკავშირი გაითვალისწინებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის, 90 %-ის სურვილს და მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს პირობით, რომ დემოკრატიული რეფორმები უსწრაფესად განხორციელდება, რის გარანტიც სწორედ მოსახლეობის ეს 90 % იქნება.

 

ვუერთდები 20 ივნისის ზეპარტიულ, მშვიდობიან აქციას და ყველას მოვუწოდებ მასში მონაწილეობისკენ“. -  წერს კახა ოქრიაშვილი.           

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up