კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

access_time2022-06-07 15:35:29


პატრია “პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. კომერსანტი ბიზნესმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

“ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა საზოგადოებას: თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობა შევასრულეთ და ხელს მარტო ნაციონალური მოძრაობა გვიშლის. გამოდის, ნაციონალურ მოძრაობას იმხელა გავლენა აქვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რომ შეუძლია ჩვენი წევრობა დაბლოკოს, ან პროცესი დადებითად გადაწყვიტოს.

 

ამ ლოგიკით, რაში გვჭირდება „ოცნება“, თუ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ევროკავშირის წევრი გაგვხადოს, თანაც ავტომატურად, ერთი ზარით?!

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, ცუდად ხართ მომზადებულებიო  და ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრ დემოკრატიულ რეფორმებს არ ატარებთო. ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ყველა პირობა შესრულებული აქვს.  აქედან დასკვნა - არც აპირებენ არაფრის შესრულებას და თავს ხან მოლდოვას, ხან უკრაინას და ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის წარსულს ადარებენ.

ჩვენ კი, საზოგადოება მათ ყოფილ სოციალისტურ და  ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვადარებთ - ესტონეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს. შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის არასახარბიელოა.  

 


 ეკონომიკასთან დაკავშირებით: ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. 2012 წლიდან, 2,6 %-დან 4,5 %-მდე გვქონდა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია იყო 3 % -ის ფარგლებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ნულთან ახლოს ვიყავით. ეს ზრდაც არ გვექნებოდა, რომ არა ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად გადმორიცხული 2,5 მლრდ დოლარი და საგარეო სესხებით უზრუნველყოფილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

მსოფლიო ბანკი თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკა  წელს გაიზრდება 2,5 %-ით , ინფლაცია 8 %-ზე მეტია, ე.ი. გავდივართ მინუს 5 %-ში.

აი, ეს არის რეალური სურათი.  ახლა ხომ გასაგებია, რატომ დაიწყო „ოცნებამ“ ერეკლე მეფეზე საუბარი?! ისიც ხომ გასაგებია, რატომ დაიწყეს  2020-ში კარტოგრაფების საქმე?! „ოცნებას“ სურს, ხალხი ვირტუალურ სივრცეში აცხოვროს!

 

 ნათელია, რომ „ოცნებას“ ხალხი მართლა უტვინო ბრბო ჰგონია და ყოველი ასეთი განცხადებით შეურაცხყოფას გვაყენებს.

          

იმედი მაქვს, ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის დემოკრატიზაციის რეგრესის მიუხედავად, რათა  ჩვენ ერთად,  ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, გაატაროს ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები.

 

 არ მსურს, გამოსვლა პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო - ნებისმიერ დაღმასვლას აღმასვლა მოჰყვება, ეს დიალექტიკის კანონია. ის ისეთივე ზუსტია, როგორც ნებისმიერი ფიზიკა-მათემატიკური კანონი.

 

 ასე რომ, მალე დავემშვიდობებით „ოცნებას“ და როგორ?! - ამას შემდეგ გამოსვლაში გიამბობთ“. -  წერს  კახა  ოქრიაშვილი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up